გოგა ბითაძის ახლახანს დაწყებული ამერიკული ზღაპარი, უფრო უკეთესად გრძელდება. ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირადი რეკორდების გაუმჯობესებასაც ახდენს.
„შარლოტათან,“ რომლის მფლობელიც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი გახლავთ, „ინდიანა პეისერსის“ 20 წლის ქართველი ცენტრი წინა მატჩებთან შედარებით უხვქულიანობით ვერ გამოირჩა, სამაგიეროდ მოედანზე თითქმის 32 წუთი დაჰყო, რაც ერთ მატჩში, ერთი მოთამაშისთვის საკმაოდ ბევრია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ბითაძისადმი ნდობა სულ უფრო მატულობს. არ არის გამორიცხული, ჩვენებური საქმეში უფრო მეტხანსაც ყოფილიყო, რომ არა პერსონალური ჯარიმები, რის გამოც მან პარკეტი ისევ ნაადრევად დატოვა.
„შარლოტასთან“ საგარეო მატჩში გოგა ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, რაც ასევე მეორე შემთხვევა იყო. მის ანგარიშზე 6 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და ამდენივე დაფარება გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანაპოლისელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს. საბოლოოდ, „ინდიანამ“ დაძაბულ ბრძოლაში 120:122 წააგო.
„პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 -ში, შინ, „ვაშინგტონთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
