გოგა ბითაძის ახლახანს დაწყებული ამერიკული ზღაპარი, უფრო უკეთესად გრძელდება. ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირადი რეკორდების გაუმჯობესებასაც ახდენს. „შარლოტათან,“ რომლის მფლობელიც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი გახლავთ, „ინდიანა პეისერსის“ 20 წლის ქართველი ცენტრი წინა მატჩებთან შედარებით უხვქულიანობით ვერ გამოირჩა, სამაგიეროდ მოედანზე თითქმის 32 წუთი დაჰყო, რაც ერთ მატჩში, ერთი მოთამაშისთვის საკმაოდ ბევრია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ...
