NBA მალე კი დაბრუნდება, მაგრამ შეცვლილი ფორმატით. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლიგის კომისარ ადამ სილვერსა და გუნდების მფლობელებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
სილვერმა გუნდების მფლობელებს შეატყობინა, რომ სეზონის განახლება 31 ივლისს იგეგმება. ფორმატთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
- რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და 16 გუნდი საუკეთესოს ვინაობას პირდაპირ ფლეი ოფში გაარკვევს.
2. დარბაზებს 20 გუნდი დაბრუნდება და ჯგუფურ ეტაპს ვიხილავთ.
3. სეზონი 22 გუნდით განახლდება და მატჩები გაიმართება, რათა გაირკვეს რომელ გუნდს რა განთესვა ექნება.
4. 72-მატჩიანი რეგულარული სეზონი და შემდეგ ფლეი ოფები.
ვიდეოკონფერენციაზე „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ ლიგამ კალათბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და მათ უმნიშვნელო მატჩებში მონაწილეობის მიღება არ უნდა აიძულოს. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია სეზონი მხოლოდ იმ გუნდებმა გააგრძელონ, რომლებსაც ფლეი ოფში გასვლის შანსი აქვთ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
