ლეგენდარული კალათბურთელების, მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის ყოფილი მწვრთნელი ტიმ გროვერი ჰყვება, თუ რა განსხვავება იყო ამ ორ დიდებულ კალათბურთელს შორის. მან ხაზი გაუსვა მათ მიდგომას სავარჯიშო პროცესისადმი.
„მაიკლმა ყოველთვის იცოდა სად უნდა გაჩერებულიყო. კობის შემთხვევაში სიტყვა გეყოფა ნიშნავდა, რომ გეყოფა ამ მომენტში, რადგან სამი საათის შემდეგ მასთან ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდა“, – განაცხადა გროვერმა.
მწვრთნელმა ასევე დაამატა, რომ ბრაიანტის წინაშე იდგა ერთი რთული ამოცანა – გადაესწრო ჯორდანისთვის საჩემპიონო ტიტულებით.
„კობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰქონოდა მაიკლზე მეტი ტიტული. მისთვის რომ გეკითხათ, თუ როდის დაასრულებდა კარიერას, გეტყოდათ, რომ შვიდი ტიტულის შემდეგ“, – დაამატა ტიმმა.
შეგახსენებთ, ჯორდანი „ჩიკაგო ბულსის“ შემადგენლობაში NBA-ს 6-გზის ჩემპიონი გახდა, ხოლო ბრაიანტმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურით იგივე 5-ჯერ მოახერხა. კობიმ კარიერა 37 წლის ასაკში დაასრულა და ოცნების ასრულება ვერ მოახერხა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
