ჭდე: ლოს ანჯელეს ლეიკერსი

Home ლოს ანჯელეს ლეიკერსი
38 387
ჩანაწერი

38 387

„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ოკლაჰომა სიტის“ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსის ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და თამაში დროებით შეწყდა. ბოლომდე გადაჭედილი 19 000-იანი Crypto.com Arena „მეფეს“ ფეხზე წამოუდგა და მეფობა მიულოცა. 38 387 ქულა – ასეთია, ჯერჯერობით, NBA-ს ახალი რეკორდი… რეკორდი, რომელიც აქამდე ქარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა, ახლა ჯეიმსისაა… ლებრონს ისტორიული ამბავი პირველად...

მეფე გვირგვინისკენ მიიწევს
ჩანაწერი

მეფე გვირგვინისკენ მიიწევს

NBA-ში მორიგი დღის მატჩები გაიმართა და ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა – მეფე ლებრონს 40 და მეტი ქულა უკვე ლიგის 30-ვე გუნდთან აქვს ჩაგდებული. ბოლო კლიპერსი იყო. ლოსანჯელესურ დერბიში ლეიკერსმა 115:133 წააგო, ლებრონმა კი 46 ქულა ჩააგდო. მართალია, ამით გუნდს ვერ უშველა, მაგრამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჯეიმსს წლევანდელ სეზონშივე შეუძლია უფრო უნიკალური რეკორდი დაამხოს...

მეფე გამეფდა
ჩანაწერი

მეფე გამეფდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი და მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი პირველი კალათბურთელი გახდა, ვისაც მინიმუმ 30 000 ქულა, 10 000 მოხსნა და 10 000 შედეგიანი პასი აქვს გაფორმებული. „წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა. მახსენდება ოცნებები, რომ NBA-ში მეასპარეზა და ახლა ერთადერთი ვარ, ვინც ამ სტატისტიკურ კატეგორიაში იმყოფება. მომხდარს ჯერ ბოლომდე ვერ ვააანალიზებ“, –...

ლებრონის საშობაო რეკორდი
ჩანაწერი

ლებრონის საშობაო რეკორდი

boxing day-ს რეკორდი, რომელიც კობი ბრაინატს ეკუთვნოდა, ახლა ლებრონ ჯეიმსის საკუთრებიაა. საშობაო მატჩებზე აქამდე ყველაზე მეტი ქულა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გარდაცვლილ ლეგენდას ჩაეგდო – 395 ქულა. ჯეიმსის ახალი ნიშნული კი 422 ქულაა. ლებრონმა „ბრუკლინ ნეტსთან“ შეხვედრაში 39 ქულა (9 მოხსნა და 7 პასი) მოინაგრა, მაგრამ საკუთარი გუნდი წაგებას მაინც ვერ გადაარჩინა – 115:122. აღსანიშნავია ისიც,...

დაჩაგრული ბიორდი
ჩანაწერი

დაჩაგრული ბიორდი

რას ნიშნავს ამერიკელებისთვის NBA  და რამხელა ფული ტრიალებს, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, საამისოდ, მცირე სტატისტიკურ მაგალითსაც მოგიყვანთ. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრომ ჯეიმსი 174-ჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე ქალთა ლიგის, WNBA-ს სუპერვარსკლვი სიუ ბიორდი. ორივეს 17 სეზონი აქვთ გატარებული, ბიორდს უკვე ოთხი ბეჭედი აქვს. და მაინც, 2020 წელს ლებრონმა 37,44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ბიორდმა...

გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა
ჩანაწერი

გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა

ესპანეთის თასის მფლობელი და როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ფავორიტი „ბარსელონა“, კიდევ უფრო გაძლიერდა. „ბარსას“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ესპანელ კალათბურთელ პაუ გაზოლთან. პაუ „ბარსაში“ 16 ნომრით ითამაშებს. 40 წლის გაზოლი NBA-ს ორგზის ჩემპიონი, სამგზის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. გაზოლმა პროფესიული კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაიწყო,...

ფინალმა მაიამი მადაზე მოიყვანა
ჩანაწერი

ფინალმა მაიამი მადაზე მოიყვანა

ბევრისთვის მოულოდნელად NBA-ს ფინალში „მაიმი ჰიტი“ გავიდა, სადაც 2:4 დათმო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“. შედეგით კმაყოფილი დარჩა კლუბის ხელმძღვანელობა, მაგრამ მადაც მოემატათ და ახლა რამდენიმე ვარსკვლავის დამატება სურთ. თავდაპირველ კანდიდატთა შორის იყვნენ კრის პოლი და ბრედლი ბილი, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და ახლა თვალი კილი ოლინიკესა და ანდრე იგუოდალას დაადგა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კლუბი სხვა...

კორონაზარალი
ჩანაწერი

კორონაზარალი

კორონავირუსმა დიდი გავლენა მოახდინა NBA-ს გასულ სეზონზე. რეგულარული სეზონი შემცირდა, გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული „ბაბლის“ სისტემით, ერთ ქალაქში გაგრძელდა და უმაყურებლოდ ჩამთავრდა. ცხადია, ამ ყველაფერმა, გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ბუღალტერია იმიტომ მოიგონეს, რომ ეს ყველაფერი დაეთვალათ. ჰოდა, სპეციალისტები ჩამოსხდნენ და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დანაკარგები დაიანგარიშეს. ჯამში, 30-მა კლუბმა 694 მილიონი დოლარი დაკარგა. ყველაზე მეტი სეზონის...

ლებრონის რეკორდები
ჩანაწერი

ლებრონის რეკორდები

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა „მაიამი ჰიტისთან“ NBA-ს ფინალური სერიის ბოლო მატჩში სამმაგი დუბლი მიითვალა – 28 ქულა, 14 მოხსნა 10 პასი. მთელი სერიის მანძილზე მისი მაჩვენებელიც სამმაგს უახლოვდება – 29,8 ქულა, 11,8 მოხსნა და 8,5 პასი. არანაკლებ საინტერესო მისი სროლების პროცენტული მაჩვენებელია – 59,1% თამაშიდან და 41,7% პერიმეტრიდან. ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია NBA-ს ისტორიის...

ლეიკერსმა თასი დაინახა
ჩანაწერი

ლეიკერსმა თასი დაინახა

NBA-ს მეჩვიდმეტედ ჩემპიონობამდე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ერთი მოგება აშორებს და თუ იპირველებს ამ მაჩვენებლით აქამდე რეკორდსმენ „ბოსტონ სელტიკსს“ გაუთანაბრდება. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „მაიამი ჰიტი“ 102:96 დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ლეიკერსი“ 5 ქულით იგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე „მაიამიმ“ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლოს-ანჯელესელებმა მეტოქეზე...