ლებრონის რეკორდები

Home აქეთურ-იქითური ლებრონის რეკორდები
ლებრონის რეკორდები

LeBron James = Champion | Lebron james, Lebron james art, King lebron„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა „მაიამი ჰიტისთან“ NBA-ს ფინალური სერიის ბოლო მატჩში სამმაგი დუბლი მიითვალა – 28 ქულა, 14 მოხსნა 10 პასი. მთელი სერიის მანძილზე მისი მაჩვენებელიც სამმაგს უახლოვდება – 29,8 ქულა, 11,8 მოხსნა და 8,5 პასი. არანაკლებ საინტერესო მისი სროლების პროცენტული მაჩვენებელია – 59,1% თამაშიდან და 41,7% პერიმეტრიდან.

ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია NBA-ს ისტორიის მანძილზე, რომელმაც საჩემპიონო ტიტული სამ კლუბში (მაიამი, კლივლენდი, ლეიკერსი) მოიგო და ფლეი ოფში საშუალოდ 25+ ქულას აგროვებდა.

ჯეიმსს NBA-ს ფინალებში უკვე 11 სამმაგი დუბლი აქვს გაკეთებული. ზუსტად იმდენი, რამდენიც მის უახლოეს ორ კალათბურთელს – მეჯიქ ჯონსონი (8), დეიმონდ გრინი (3).

ლებრონს NBA-ს ფლეი ოფში 260 მატჩი მოუგროვდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, აჯობა რა დერეკ ფიშერს (259).

ლებრონ ჯეიმსი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს ფინალში სამმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონმა (35 წელი და 286 დღე) გაუსწრო ელჯინ ბეილორს (35 წელი და 225 დღე).

ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ფინალის ერთ სერიაში 150 ქულა, 50 მოხსნა და 50 პასი გააკეთა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...