ჭდე: ჩიკაგო

Home ჩიკაგო
შაქირი – ხელფასი არაა შაყირი
ჩანაწერი

შაქირი – ხელფასი არაა შაყირი

შვეიცარიელი ნახევარმცველი შერდან შაქირი ამერიკული მლს-ის ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი ყოფილა. შაქირი „ჩიკაგო ფაირში“ თამაშობს და წელიწადში 7,5 მილიონ ევროს საბაზისოდ იღებს, ხოლო სეზონის ბოლოს ეს ანაზღაურება 8,3 მილიონი ევრო გახდება. აქამდე ყველაზე მეტს წელიწადში ზლატან იბრაჰიმოვიჩი იღებდა: 7,2 მილიონს 2019 წელს. შაქირი ამ ზამთარს ფრანგული „ლიონიდან“ გადავიდა ჩიკაგოს კლუბში. 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და...

მამუკელაშვილმა ფაჩულიას რეკორდი ჩამოართვა
ჩანაწერი

მამუკელაშვილმა ფაჩულიას რეკორდი ჩამოართვა

ზაზა ფაჩულიას 15-წლიანი რეკორდი 11 აპრილიდან სანდრო მამუკელაშვილის საკუთრებაა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 2007 წელს „ვაშინგტონს“ 27 ქულა ჩაუგდო, მამუკელაშვილმა კი, ეს ნიშნული 28-მდე აიყვანა. გასული სეზონის ჩემპიონი „მილუოკი“ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში „კლივლენდს“ ესტუმრა და 115:133 წააგო. მატჩი მილუოკელთათვის არაფერს ცვლიდა და მწვრთნელმა ის კალათბურთელები დატვირთა, რომლებსაც სეზონის მანძილზე დიდი დრო არ ეძლეოდა. ასე...

დეროზანის ბოლო წამი
ჩანაწერი

დეროზანის ბოლო წამი

„ჩიკაგო ბულსის“ შემტევმა მცველმა დემარ დეროზანმა NBA-ს ისტორიაში მოახერხა და ზედიზედ ორი დღის განმავლობაში სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ეს აქამდე არავის გაუკეთებია. დეროზანმა საკუთარ გუნდს 1 იანვარს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსთან“ (108:106) მოაგებინა, ხოლო 2 იანვარს – „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ (120:119). „გამარჯვების მომტანი ბურთის ჩაგდება კარგია. განსაკუთრებით, თუ ეს სტუმრად ჩატარებულ მატჩში ხდება. თუმცა, ჯერ...

გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა
ჩანაწერი

გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა

ესპანეთის თასის მფლობელი და როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ფავორიტი „ბარსელონა“, კიდევ უფრო გაძლიერდა. „ბარსას“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ესპანელ კალათბურთელ პაუ გაზოლთან. პაუ „ბარსაში“ 16 ნომრით ითამაშებს. 40 წლის გაზოლი NBA-ს ორგზის ჩემპიონი, სამგზის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. გაზოლმა პროფესიული კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაიწყო,...

კავაიმ ჯორდანი გაიმეორა
ჩანაწერი

კავაიმ ჯორდანი გაიმეორა

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა კავაი ლეონარდმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „დენვერ ნაგითსთან“ (120:97) 29 ქულა დააგროვა და „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის ისტორიული რეკორდი გაიმეორა. სადღეისოდ, ჯორდანი და ლეონარდი არიან კალათბურთელები, რომლებსაც NBA-ს ფლეი ოფის საწყის 7 მატჩში 29 ქულაზე ნაკლები არ გაუკეთებიათ. სერიაში „კლიპერსი“ დაწინაურდა (1:0), მომდევნო მატჩს გუნდები 6 სექტემბერს გამართავენ და...

ბრაიანტმა ოცნება ვერ აისრულა
ჩანაწერი

ბრაიანტმა ოცნება ვერ აისრულა

ლეგენდარული კალათბურთელების, მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის ყოფილი მწვრთნელი ტიმ გროვერი ჰყვება, თუ რა განსხვავება იყო ამ ორ დიდებულ კალათბურთელს შორის. მან ხაზი გაუსვა მათ მიდგომას სავარჯიშო პროცესისადმი. „მაიკლმა ყოველთვის იცოდა სად უნდა გაჩერებულიყო. კობის შემთხვევაში სიტყვა გეყოფა ნიშნავდა, რომ გეყოფა ამ მომენტში, რადგან სამი საათის შემდეგ მასთან ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდა“, – განაცხადა გროვერმა....

9 საბედისწერო გასროლა
ჩანაწერი

9 საბედისწერო გასროლა

ოკეანის გადაღმა პირდაპირ აღმერთებენ ყოველგვარ სტატისტიკას. ჰოდა, მოცალეობის ჟამს კალათბურთის ამერიკელმა ჟამთააღმწერლებმა NBA-ის ისტორიაში საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ყველა ტყორცნა დათვალეს. თუმცა, ყველა არა – მხოლოდ გამარჯვების მომტანი ის ტყორცნები, რომლის შემსრულებლის გუნდიც იმ წამს ჩამორჩებოდა ან ანგარიში საყაიმო იყო. არ ჩაითვალა ტყორცნები, რომელმაც თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. არ ჩაითვალა არც ის ტყორცნები, რომლის შემდეგაც ტაბლოზე...

გოგა თავიდან
ჩანაწერი

გოგა თავიდან

ესეც ასე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გოგა ბითაძე ნბა-ს სწრაფად გაუშინაურდა, ბოძებულ შანსაც კარგად იყენებს და რაც მთავარია „ინდიანა პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბი მას ენდობა. ჩვენებურმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახლადდაწყებულ სეზონში ინდიანაპოლისელთა რიგებში უკვე მეოთხედ ითამაშა და თავი არც ამჯერად შეურცხვენია. თუ წინა შემთხვევებში ქართველი კალათბურთელი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა, ამჯერად ის სასტარტო ხუთეულში იყო. ეს...

გოგამ იფრინა
ჩანაწერი

გოგამ იფრინა

ეს უკვე სხვა საქმეა. „ინდიანა პეისერსი“ ვგონებთ არ შემცდარა მიმდინარე სეზონისწინა დრაფტზე არჩევანი სწორედ ჩვენებურზე რომ გააკეთა. 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება. ასეთია გოგა ბითაძის მონაგარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში 2016 წლის ჩემპიონის – „კლივლენდის“ წინააღმდგ. 20 წლის ქართველს, ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა. წინა მატჩებისგან განსხვავებითაც, „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა გოგას გაცილებით...