„მან გაიტანა, მაგრამ მეტის გატანა შეეძლო. სახიფათო იყო, მომენტები ჰქონდა, ოღონდ ბოლო დარტყმა აკლდა“, – წერს ესპანური AS „ვილიარეალის“ ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სტადიონზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიქაუტაძის გუნდმა მადრიდში 2:2 ითამაშა „ატლეტიკოსთან“. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალ მწვრთნელს ინიგო პერესს კი პირველი გამარჯვება კიდევ გადაედო. მისმა გუნდმა ზედიზედ ორიჯერ ითამაშა 2:2. პირველ...
ჭდე: ატლეტიკო
ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
„ბარსელონა“ 26 წლის ხულიან ალვარესის გადაბირებაზე მუშაობს. კატალონიური კლუბი ტრანსფერის ხორცშესასხმელად არგენტინელი ფეხბურთელის აგენტებთან ერთად ეძებდა გამოსავალს და როგორც საიტი eldesmarque წერს, მიზანს ფაქტობრივად მიაღწია. „ბარსას“ სპორტული დირექტორი დეკუ მადრიდში ჩავიდა და უახლოეს საათებში გამართავს მოლაპარაკებას. ეს მოლაპარაკება შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. eldesmarque-ს ინფორმაციით შეხვედრა დეკუსა და არგენტინელი თავდამსხმელის აგენტებს შორის ბარსელონაში უნდა გამართულიყო, მაგრამ მიზეზთა...
ალვარესის ამბავი გრძელდება
რამდენიმე დღეა, რაც „ბარსელონას“ „ატლეტიკოსგან“ არგენტინელი თავდამსხმელის ხულიან ალვარესის ყიდვის იმედი კვლავ გაუღვივდა. საქმე ის არის, რომ ალვარესმა „მატრასების მკერავებთან“ ახალი კონტრაქტის დადებაზე უარი თქვა, რაც კატალონიაში სასიკეთოდ საქმედ მიიჩნიეს. ესპანური პრესის ცნობით თავად „ატლეტიკოსაც“ დაეტყო, რომ გასულ სეზონში 49 შეხვედრაში 20 გოლის გამტანი არგენტინელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუმცა ამას მხოლოდ თავის პირობებზე დაუშვებს....
მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა
„რეალმა’’ ბოლო ტურში „ატლეტიკოს’’ მნიშვნელოვანი დერბი მოუგო – 3:2. ამ გამარჯვების წყალობით მადრიდელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე ჯერ კიდევ აქვთ ოთხი ქულით დაწინაურებული „ბარსელონას’’ დაწევის იმედი, მაგრამ ცხრილი ცხრილად და მადრიდული გუნდების შეხვედრაში ერთმა ფაქტორმა მიიპყრო ესპანური პრესის ყურადღება: კილიან მბაპემ საქმისადმი უგულო დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ფრანგი ვარსკვლავი ტრავმის შემდეგ მოედანს „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდა....
რა მოხდება ბოლო ტურში?
ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ ანუ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის საგაისო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის საბრძოლველი აქვთ. „ვილიარეალსა’’ და „ატლეტიკოს’’...
ესპანეთში ერთმანეთს დაერივნენ
ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი მადრიდის ორი კლუბის „რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ კონფლიქტზეც დაიწყეს ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ესპანეთის დედაქალაქის ორ...
ფლიკი ბარსას ფეხბურთელებს უყვიროდა
ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:4 განადგურდა. 1960 წლიდან მოყოლებული ეს გახლდათ „ბარსას’’ ყველაზე დიდი მარცხი „ატლეტიკოსთან’’. გარდა ამისა, კატალონიელების გერმანელი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის გუნდს ასეთი დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია. ფლიკთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ „ბარსას’’ ერთ ტაიმში ოთხი გოლი არასდროს გაუშვია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სწორედ ფლიკის „ბაიერნმა’’ მოუგო 8:2. მატჩის...
რამუშზე ატლეტიკოში ფიქრობენ
„ატლეტიკოს’’ არგენტინელი ვარსკვლავი ხულიან ალვარესი სავარაუდოდ კლუბიდან წავა. მას აკავშირებენ „ბარსელონასთან’’, „ჩელსისთან’’ და „არსენალთან’’. შესაბამისად „როხიბლანკოს’’ თავდამსხმელის შემცვლელი დასჭირდება. „მარკას’’ ინფორმაციით მადრიდელთა სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი ზაფხულისთვის ემზადება. მას ალვარესის გარდა გასარკვევი აქვს ანტუან გრიზმანისა და ალექსანდერ სორლოთის ამბავიც. კერძოდ, გრიზმანმა შეიძლება დიდ ევროპულ ფეხბურთს თავი დაანებოს და აშშ-ს MLS-ში გაემგზავროს. რაც შეეხება სორლოთს, მან...
თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება
„რეალის’’ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, არადა „ლოს ბლანკოსმა’’ თანაქალაქელ „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო. სხვა საქმეა, რომ ხალხის ყურადღება საკუთრივ შეხვედრის დეტალებზე მეტად ვინისიუსსა და დიეგო სიმეონეს შორის კონფლიქტმა მიიპყრო. როგორც ესპანური პრესა წერს არგენტინელმა ძალიან მოინდომა ბრაზილიელი წყობიდან რომ გამოეყვანა. მან ფეხბურთელს დაუძახა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის...
ატლეტიკოს ახალი სიმეონე…
მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. არგენტინელ მწვრთნელთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კლუბი დარწმუნებულია, რომ სიმეონე პროექტის შემდგომი განვითარებისთვის ოპტიმალურ კანდიდატად რჩება. ამ პოზიციას იზიარებენ „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერესო, გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილ მარინი და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი. სიმეონე...









