მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. არგენტინელ მწვრთნელთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კლუბი დარწმუნებულია, რომ სიმეონე პროექტის შემდგომი განვითარებისთვის ოპტიმალურ კანდიდატად რჩება. ამ პოზიციას იზიარებენ „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერესო, გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილ მარინი და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი. სიმეონე...
ჭდე: ატლეტიკო
სიმეონე რაფინიათი აღფრთოვანებული დარჩა
„ბარსელონა’’ ჯერაც ბოლომდე დაუმთავრებელ „კამპ ნოუზე’’ „ატლეტიკოს’’ თავიდან ჩამორჩა, შემდეგ კი 3:1 მოუგო. ეს იყო ბლაუგრანას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ლა ლიგაში. იმავდროულად იმავე ლიგაში ეს იყო მე-13 შეხვედრა წაგების გარეშე. ჰანსი ფლიკს კრიტიკოსები დაცვის ხაზის საკუთარი საჯარიმოდან მეტისმეტად შორს დაყენებას საყვედურობენ და სწორედ ეს იყო მე-19 წუთზე ალექს ბაენას გოლის მიზეზი. თავდაპირველად თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა,...
ერთხელ კი გაიყვანა თანაგუნდელი პირისპირ, მაგრამ…
ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტი „ვილიარეალში’’ იღბლიანი არ გამოდგა. კასტელონური (პროვინცია ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ჩრდილოეთ ნაწილში) გუნდი მადრიდში „მეტროპოლიტანოზე’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 79 წუთი დაჰყო. მისი თამაში flashscore-მა და whoscored-მა 6.0, ხოლო sofascorem-მა 6.5 ქულით შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინანდელ ინტერვიუში მიქაუტაძემ თქვა, რომ ჯერ ახალ თანაგუნდელებს არ იცნობს. მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა...
ატლეტიკოსთან სამი თავდამსხმელით?
შაბათს, 13 სექტემბერს „ატლეტიკოს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელს მარსელინო გარსია ტორალს მიმდინარე სეზონში პირველად მიეცემა სამი თავდამსხმელით თამაშის საშუალება. წინა სამ ტურში ის ხან რა გამოსავალს პოულობდა და ხან რას. „ვანდა მეტროპოლიტანოზე’’ კი მარსელინოს შეუძლია ერთდროულად ათამაშოს ჟორჟ მიქაუტაძე, 32 წლის ესპანელი აიოსე პერესი და 25 წლის ნიგერიული წარმოშობის კანადელი ტანი ოლუვასეი. 33 წლის ესპანელი ცენტრფორვარდის...
რასპადორი მადრიდს გაემგზავრა
მადრიდში დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს’’ მორიგი იტალიელი ფეხბურთელი შეუერთდა. 23 წლის მარცხენა მცველის მატეო რუჯერის კვალს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი დაადგა. „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 25 წლის თავდამსხმელი, „მატრასების მკერავი’’ გახდა. რასპადორიმ „ნაპოლის’’ შემადგენლობაში ბოლო სამ წელიწადში ორი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არ ყოფილა. და აი, მისი თანაგუნდელის ჯოვანი სიმეონეს მამამ „ვანდა...
რატომ დაარტყა პენალტი კანგ-ინ ლიმ?
კანგ-ინ ლის 2024 წლის 9 ნოემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია. კორეელმა ბოლოს ლიგა 1-ის შეხვედრაში „ანჟეს’’ კარში შეაგდო. გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ შემტევ მოთამაშეთა შორის ის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო და თანდათანობით ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კვირას, მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში კანგ-ინ ლი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად 16 წუთით შევიდა...
მადრიდელების გაგუდვა კალიფორნიულ ხვატში
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ამ ეტაპზე ყველას რომ აღემატება ეს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში დამტკიცდა, სადაც „პარი სენ ჟერმენმა’’ B ჯგუფის შეხვედრაში „ატლეტიკოს’’ მარტივად მოუგო 4:0. „ინტერის’’ 5:0 ძლევის შემდეგ ეს იყო პარიზელთა პირველი მატჩი. გოლები გაიტანეს ფაბიან რუისმა, ვიტინიამ, სენი მაიულუმ და კან-ინ ლიმ პენალტით. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ორი გოლის ავტორებს...
დღეს ლოს ანჯელესში ეცხელება
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ გაიმართება. ლოს ანჯელესში ცხელა. ტემპერატურა დღისით 32 გრადუსამდე მოიმატებს, შეგრძნება კი 37 გრადუსისა იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე დაიწყება. „ჩვენ სიცხის არ გვეშინია,’’ ― განაცხადა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ფრანგული...
პენალტი რომ იყო, თვით სიმეონემ დაადასტურა
„ატლეტიკომ’’ „ვალენსიას’’ საშინაო მოგებათა სამმატჩიანი სვლა შეწყვიტა ― 3:0. „ღამურებს’’ ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ. ისინი მეორე ლიგაში 1986 წლის შემდეგ არ გავარდნილან. პირველ ტაიმში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. მას შესვენებამდე მესამეs გატანაც შეეძლო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა დროული გამოსვლით მასთან პირისპირ შესულ არგენტინელს მიზანში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცა. 86-ე წუთზე კიდევ ერთმა არგენტინელმა...
მამარდაშვილი რომ არა…
ვალენსიურმა საიტმა plazadeportiva-მ სტატიას, რომელშიც „ატლეტიკოსთან” 0:2 წაგებული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს აფასებს, ასე დაარქვა: მამარდაშვილი რომ არა უარესი შედეგი იქნებოდა. შემდეგ კი მოდის შეფასებები. „ღამურების” ქართველ გოლკიპერზე კერძოდ წერია: „მარცხის მიუხედავად ის გუნდში საუკეთესო იყო. მან რთული დარტყმები მოიგერია და კარი რამდენიმე გოლისგან იხსნა”. რაც შეეხება ქულებს, პორტალმა გიორგის 7 დაუწერა. დანარჩენთაგან მასთან ყველაზე მიახლოებული...









