ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტი „ვილიარეალში’’ იღბლიანი არ გამოდგა. კასტელონური (პროვინცია ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ჩრდილოეთ ნაწილში) გუნდი მადრიდში „მეტროპოლიტანოზე’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 79 წუთი დაჰყო. მისი თამაში flashscore-მა და whoscored-მა 6.0, ხოლო sofascorem-მა 6.5 ქულით შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინანდელ ინტერვიუში მიქაუტაძემ თქვა, რომ ჯერ ახალ თანაგუნდელებს არ იცნობს.
მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა ახალი ფეხბურთელების შესახებ ასე თქვა: „რომ ვიცოდე როდის მოხდება მათი სრული ინტეგრაცია, წინასწარმეტყველი ვიქნებოდი. შევეცდებით ეს დრო რაც შეიძლება მალე დადგეს. ყოველ მესამე დღეს თამაში ვარჯიშის შესაძლებლობას გვიზღუდავს, მაგრამ გადატვირთული კალენდარი თავის გასამართლებლად არ გამოდგება. ჩვენ, მწვრთნელები შევეცდებით ახლები რაც შეიძლება მალე შეერწყან გუნდს’’.
მარსელინომ თქვა, რომ „ატლეტიკოსთან’’ გამარჯვებისთვის სიზუსტეა საჭირო. მან გაიხსენა ალბერტო მოლეიროს ორი საგოლე მომენტი (ერთ ეპიზოდში 21 წლის ნახევარმცველის მიქაუტაძის პასით შევიდა მეკარესთან პირისპირ), რომლებიც მან ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდი, როდესაც ნიკოლა პეპემ საჯარიმოდან ძელს გაარტყა ბურთი.
„მასპინძლების პირველი გოლი არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ ფეხბურთელებიც ადამიანები არიან და ხანდახან ცდებიან ხოლმე’’, ― დასძინა მწვრთნელმა, როდესაც მარცხენა მცველის სერხი კარდონას მიერ მე-8 წუთზე მეტოქისთვის დაგორებული პასს შეეხო.
„მარკა’’ შეგვახსენებს, რომ „ვილიარეალი’’ 23 აპრილის (ვიგოში თამაშის) მერე არ დამარცხებულა ისე, რომ თვითონ ერთი მაინც არ გაეტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 07:07ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
