მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ 2023 წელს გუნდის გამოსვლა შეაჯამა. „ძალიან კარგი წელი გვქონდა. 50 მატჩში მხოლოდ რვაჯერ წავაგეთ, 34-ჯერ მოვიგეთ და 104 გოლი გავიტანეთ. ასე რომ, წელი, დეკემბრიდან დეკემბრამდე, ძალიან კარგი გამოდგა“, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca. ამ დროისთვის, 18 ტურის შემდეგ, „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მესამე ადგილზეა.
ჭდე: ატლეტიკო
სიმეონე მადრიდით დაიღალა
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდული კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მიანიშნა. „მინდა ვიყო გულწრფელი: რთულია ერთ კლუბში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობა და მაინც სიამოვნების მიღება მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია თამაშის გაუმჯობესება. თუმცა, ადვილი არ არის „ატლეტიკოს“ დახმარება ევროპაში ყოველწლიურად წინსვლაში“, – თქვა დიეგო სიმეონემ. სიმეონე მადრიდის...
ზეიმი ვალენსიაზე
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ატლეტიკოს” 3:0 მოუგო. „მესტალიაზე” ზეიმი გაიმართა. superdeporte წერს, რომ „ღამურების” გულშემატკივარი ამას იმსახურებდა, რადგან ის კლუბის მეპატრონეს, სინგაპურელ პიტერ ლიმს დიდი ხანია ცუდი ფეხბურთისთვის ჰყავს განწირული, გუნდმა კი ამის მიუხედავად თვით ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მოაწყო ტალღები, იძახა „ოლე, ოლე”, იმღერა «¡Que bote Mestalla!» და ყველაფერი ეს...
ხვალ მამარდას ვალენსია ატლეტიკოს დაუპირისპირდება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელიც ლა ლიგის ცხრილში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 ადგილზეა, შაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე „ატლეტიკოს” მასპინძლობს. „ღამურებს” სანაკრებო ფანჯრის შემდეგ ლეგიონერები და ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოძახებული ხოსე ლუის გაია დაუბრუნდნენ. გუნდი ტრავმირებულების, 30 წლის გვადალუპელი დიმიტრი ფულკიესა და 32 წლის ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტას გამოკლებით, ჩოლო...
ალ-აჰლიში 20 მილიონად
მარკოს ლორენტე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფეხბურთელმა „ალ-აჰლიში“ გადასვლის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მადრიდული კლუბი ლორენტეს სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს. 2022/23 სეზონში მარკოსმა ესპანურ პრიმერა დივიზიში ატლეტიკოს მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.
მხეცი ქართველი
„ვალენსიამ” მადრიდში „ატლეტიკოსთან” 0:3 წააგო და როგორც ვალენსიური superdeporte წერს, ეს იყო ახალი, მიმდინარე სეზონში რიგით მესამე მწვრთნელის რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველაზე ცუდი თამაში. საოცარი ის გახლდათ, რომ ხელების შლისა და საჯაროდ ნერვიულობის გარდა „ღამურებს” სახეირო არაფერი გაუკეთებიათ. როდესაც აგებდნენ, ბურთის წასართმევად მეტოქეს ჟინით არც კი ესხმოდნენ თავს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, გავლენიანი AS...
ლიუს ენრიკე და ატლეტიკო
მადრიდის „ატლეტიკომ” შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადამდგარ ლუის ენრიკეს შესთავაზოს სამსახური. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქის კლუბს არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დატოვებს. მოგეხსენებათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის ენრიკესთან კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან წაგების შემდეგ შეწყვიტა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცი ახლა ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს და ამბობს, რომ საქმეს ზაფხულიდან დაუბრუნდება. ამასობაში,...
ლევანდოვსკის მინუს 3
„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, პრიმერაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის შეჯიბრების გამართვის კომიტეტმა, პოლონელის მიერ მსაჯისათვის ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო. საქმე ის არის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ (2:1), 38-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლისას მსაჯს უხამსი ჟესტი უჩვენა. პოლონელი თავის გუნდს ვერ...
გამოსყიდული
ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა. მადრიდულმა კლუბმა ის „ბარსელონასგან“ გამოისყიდა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი. „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ 31 წლის ფრანგის სანაცვლოდ 20+4 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გადავიდა 126 მილიონ ევროდ 2019 წლის ზაფხულში. მიმდინარე სეზონში კი ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მინდორზე მე-60 წუთიდან გადიოდა. საქმე...
ბრწყინვალე მამარდა!
„ვალენსიამ” „ატლეტიკოსთან” შინ წააგო 0:1. ახლა „ღამურები”, რომლებსაც ამ შეხვედრაში, განსაკუთრებით გოლის გაშვებამდე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ, 3 ქულით მე-14 ადგილზე არიან, ერთი მოიგეს და ორი წააგეს, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი გიორგი მამარდაშვილის თამაშია. კითხვაზე, როგორ დაიცვა კარი საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა, პასუხი იოლია: მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. „ჩეების” კარში გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, მაგრამ ეს იყო...









