ეს დიეგო კოშტა არ არის ნორმალური. მადრიდის „ატლეტიკოში” დაბრუნებულმა, ლა ლიგის პირველივე თამაშში გოლიც გაიტანა და მოედნიდანაც გააგდეს. სხვა სიტყვებით, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ აფრენს. თუმცა, ახალი, ცხადია, არაფერი გვითქვამს. 29 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელს „ხეტაფესთან“ შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკომ” 2:0 მოიგო, გიჟური შვიდწუთიანი მონაკვეთი ჰქონდა: 62-ე წუთზე მან მეტოქეს იდაყვი მისცხო, რისთვისაც პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 68-ე...
ჭდე: ატლეტიკო
რამოსი, ცხვირი და ევროკავშირი
სერხიო რამოსისთვის ცხვირის ტრავმა უცხო ხილი არ არის. ცხვირი “რეალის” მცველმა ათი წლის წინაც გვარიანად დაიშავა. მერე სამი თვე ოპერაციის გარეშე თამაშობდა. და აი, შაბათს, რამოსს კვლავ გაუტეხეს ძგიდე. საინტერესოა, რომ მადრიდელი ვარსკვლავის ცხვირს უცხოელები, უფრო კი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან გადაკიდებულნი. 2007-ში ეს “ბაიერნის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი როი მაკკაი იყო, ამჯერად კი “ატლეტიკოს” ფრანგმა მცველმა...
გრიზმანს ოჯახში უსტვენენ და უყვართ
მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, ესპანეთის დედაქალაქის დერბიში, “ატლეტიკომ” და “რეალმა” 0:0 ითამაშეს. მატჩი კარგი სანახავი იყო, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება უშუალოდ ფეხბურთზე კი არა, ანტუან გრიზმანის შეცვლაზე გვინდა გავამახვილოთ. 76-ე წუთზე არგენტინელი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიერ ფრანგი თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აღმოჩნდა. როდესაც გრიზმანი მოედანს ტოვებდა, ტრიბუნებიდან ღრიანცელი ისმოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს...
მადრიდული დერბის მეთექვსმეტე სტადიონი
შაბათს, 18 ნოემბერს, მადრიდის ახალ სტადიონზე, რომელსაც “ვანდა მეტროპოლიტანო” ჰქვია, დერბია: “ატლეტიკო” “რეალს” მასპინძლობს და ესპანური მედიის ყურადღება მისკენ არის მიმართული. რას აღარ წერენ. მაგალითად, იმას, რომ “ატლეტიკოს” ახალი ბინა მეთექვსმეტე სარბიელია, რომელზეც მადრიდული დერბი გაიმართება — საუკუნოვან დაპირისპირებაში ახალი ფურცელი უნდა ჩაიწეროს. “ატლეტიკომ” და “რეალმა” დაარსების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ხომ გააგორეს...



