მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, ესპანეთის დედაქალაქის დერბიში, “ატლეტიკომ” და “რეალმა” 0:0 ითამაშეს. მატჩი კარგი სანახავი იყო, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება უშუალოდ ფეხბურთზე კი არა, ანტუან გრიზმანის შეცვლაზე გვინდა გავამახვილოთ. 76-ე წუთზე არგენტინელი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიერ ფრანგი თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აღმოჩნდა. როდესაც გრიზმანი მოედანს ტოვებდა, ტრიბუნებიდან ღრიანცელი ისმოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ 26 წლის ფორვარდი “როხიბლანკოში” დიდხანს აღარ დარჩება.
როდესაც მატჩის შემდეგ “Movistar+”-მა სიმეონეს გრიზმანის თემაზე ჩამოუგდო სიტყვა, მუდამ შავებში გამოწყობილმა ჩოლომ ისეთი პასუხი გასცა, მაფიოზური ფილმის პერსონაჟი გეგონებოდათ: “მე ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ როდესაც ოჯახის წევრი ხარ, სიკვდილამდე ეყვარებით. გრიზმანი, ჩვენი ოჯახის წევრია”.
ამასობაში კი მადრიდის ორივე გუნდი 10 ქულით ჩამორჩა “ბარსელონას”, რომელიც ლა ლიგას 34 ქულით ლიდერობს.
“დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ბურთს საუცხოოდ ათამაშებს. მართალია, შეხვედრა ისე წარიმართა, როგორც გვინდოდა, მაგრამ შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც ” — თქვა დასასრულ არგენტინელმა.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
