შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი.

ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში ან ფინალის ტოლფას შეხვედრაში ითამაშა და შვიდივე მოიგო: ოთხჯერ არგენტინის ნაკრებთან ერთად (2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2021 და 2014 წლების კოპა ამერიკა და 2022 წლის ფინალისიმა), ორჯერ „არსენალთან’’ ერთად (2020 წლის ფეხბურთის ასოციაციის თასი და 2020 წლის ინგლისის სუპერთასი) და ერთხელაც ოთხშაბათს „ასტონ ვილასთან’’ ერთად.

ემილიანო მარტინესი 33 წლისაა. მას არგენტინის ნაკრებში 59 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.