იტალიური სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ რონალდუს გარეშე 4:1 დაარბია „უდინეზე“ და ზედიზედ მერვე სკუდეტოს კიდევ უფრო დაუახლოვდა. უახლოეს მდევარ „ნაპოლისთან“ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა. ტურინელთა ჩემპიონობა ნეაპოლელებსაც კი აღარ ეეჭვებათ, მაგრამ ანდრეა ანიელის მხოლოდ სკუდეტო ეცოტავება. ამან დაბადა ხმები, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობება. იტალიურმა მედიამ უკვე დაასახელა ანიელის სამიზნე...
ჭდე: ატლეტიკო
რონალდუ – ატლეტიკო 5:0
კრიშტიანო რონალდუს მადრიდში დაბრუნება წარმატებული ვერ გამოდგა. მართალია, პორტუგალიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ჩასულა, მაგრამ „ვანდა მეტროპოლიტანოზე” არაკეთილმოსურნე გარემო დახვდა და რაც მთავარია, მისმა „იუვენტუსმა” „ატლეტიკოსთან” 0:2 წააგო. ტურინელთა კარში გოლები „მატრასების” ურუგვაელმა ფეხბურთელებმა ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა გაიტანეს. ბუნებრივია, ასეთი შედეგის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლის შანსი მადრიდელებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე ტურინელებს. რაც შეეხება მსოფლიოს ხუთგზის...
რონალდუ, რონალდუ და ძველი რონალდო
რა არის „გლობ სოკერი” და რას ნიშნავს მისი დაჯილდოება? „გლობ სოკერის” ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელობა ფიფას ან „ფრანს ფუტბოლის” ვერსიებზე ნაკლებ პრესტიჟულია, მაგრამ ხელწამოსაკვრავი არ გახლავთ, რადგან მას ფეხბურთელთა აგენტების ევროპული ასოციაცია და ევროპულ კლუბთა ასოციაცია ატარებენ. მოკლედ, სხვებზე ნაკლებ არც ეს ხალხი ერკვევა ფეხბურთში. 2019 წელს „გლობ სოკერის” გალა ცერემონიალი დუბაიში გაიმართა. 2018 წლის...
რამოსმა კლოპს შვიდი შეახსენა
იურგენ კლოპსა და სერხიო რამოსს შორის კამათი გრძელდება. ეს ის კამათია, რომელიც მაისის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში „ლივერულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „რეალის” მცველსა და კაპიტანთან ჭიდაობის მსგავს ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. თითქოსდა ჩამცხრალი ვნბათაღელვა გასულ კვირაში მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა განაახლა, როდესაც რამოსის „ნებისმიერ ფასად გამარჯვების სტილი” გააკრიტიკა. „რეალს”...
არ წახვიდე ანტუან ბარსელონაში
ფრანგული რადიოს ცნობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოში” დარჩენა ურჩია. დეშამს ვინ ეკითხებაო, იკითხავს ის გულშემატკივარი ვინც გრიზმანის „ბარსელონაში” გადასვლის მომხრეა. ვინ ეკითხებოდა და თავად ფეხბურთელი. სწორედ მას დასჭირდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რჩევა, რაზეც გამზადებული პასუხი მიიღო: გიჯობს ესპანეთის დედაქალაქში დარჩე. „ლურჯების” მწვრთნელის ლოგიკა მარტივი და გასაგებია. „ატლეტიკოში” გრიზმანი პირველია, ხოლო...
ვარდი მატრასზე ვის მოუკრეფია?
ჯეიმი ვარდი „ატლეტიკოს” სურს! „ლესტერის” 31 წლის თავდამსხმელი მადრიდელთა სიაში ყოფილა. „მატრასებს” ზაფხულზე ანტუან გრიზმანი წაუვათ — „ბარსელონაში” გადადის — და ავანგარდში მისი შემცვლელი სჭირდებათ. გრიზმანის „კამპ ნოუზე” გადასვლას წინ აღარაფერი უდგას — „ბლაუგრანას” დაახლოებით 102 მილიონი ევრო აქვს ამ საქმისთვის გადადებული და ხელშეკრულებაც უკვე გამზადებულია. „ატლეტიკოს” სავარაუდოდ ფერნანდო ტორესიც დატოვებს. დიეგო სიმეონეს კი თურმე...
გამოურთეთ ჩოლოს ტელეფონები
დიეგო სიმეონე ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის დროს თავის ფეხბურთელებს ვერ დაუკავშირდება — ასეთია უეფას ვერდიქტი. ლაპარაკია ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ თამაშზე, რომელიც მომდევნო კვირაში მადრიდში გაიმართება. მიზეზი გეხსომებათ, პირველი მატჩის მე-12 წუთზე ფიცხმა არგენტინელმა თავი ვერ მოთოკა და ფრანგმა მსაჯმა კლემენტ ტურპენმა ის მოედნის კიდიდან გააძევა. პრემიერლიგის წესებისგან განსხვავებით, უეფას კანონთა თანახმად დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს სტადიონის ტერიტორიაზე მოთამაშეებთან...
ყველას გზა ბარსელონაში მიდის?
ანტუან გრიზმანის ცოლი ბარსელონაში სახლს ეძებს — ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ზაფხულში „ატლეტიკოდან” კატალონიის დედაქალაქში გადავა. მიმდინარე სეზონში გრიზმანი შესანიშნავ ფორმაშია — 26 წლისამ „ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა. ამბობდნენ, რომ „ბარსელონა” იანვარშივე აპირებდა მის გადაბირებას, მაგრამ ეს საქმე არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, კატალონიის რადიომ ჩაავლო, რომ 4 მარტს, როდესაც „ატლეტიკო”...
ბარსელონას მოგებული ფრე
„მესის „ატლეტიკოს” ფორმა რომ ცმოდა, 1:0-ს ჩვენ მოვიგებდით” — თქვა „კამპ ნოუზე” გამართული მატჩის შემდეგ მადრიდელთა არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ. „ბარსას” ლიდერმა პირველ ტაიმში საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რომლის წყალობითაც მასპნძლებმა გაიმარჯვეს, მდევარი 3 ქულით ჩამოიტოვეს და ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს. „თანაბარი შეხვედრა იყო, — განაგრძო „რივერ პლეიტის” ყოფილმა თავკაცმა, — პირველ ტაიმშიც მონდომებით...
მეტროსთან ბიჭი დაჭრეს
როდესაც ადამიანს მაისურზე Frente Atletico აწერია, ესე იგი მადრიდის „ატლეტიკოს” გულშემატკივართა ყველაზე აგრესიული დაჯგუფების, ულტრასის წევრია. სწორედ ასეთ მაისურიანი 22 წლის ახალგაზრდა დაჭრეს მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონთან, მეტრო „ლას მუსასის” ჩასასვლელთან. ახალგაზრდა „ლა პას ჰოსპიტალში” გააქანეს. სასწრაფოს ექიმების თქმით ის დაჭრილი იყო ბარძაყში, მკლავსა და ზურგში — ასე იტყობინება „მუნდო დეპორტივო”. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა....








