ფრანგული რადიოს ცნობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოში” დარჩენა ურჩია. დეშამს ვინ ეკითხებაო, იკითხავს ის გულშემატკივარი ვინც გრიზმანის „ბარსელონაში” გადასვლის მომხრეა. ვინ ეკითხებოდა და თავად ფეხბურთელი. სწორედ მას დასჭირდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რჩევა, რაზეც გამზადებული პასუხი მიიღო: გიჯობს ესპანეთის დედაქალაქში დარჩე.
„ლურჯების” მწვრთნელის ლოგიკა მარტივი და გასაგებია. „ატლეტიკოში” გრიზმანი პირველია, ხოლო „ბარსელონაში” მას ლეო მესი დაჩრდილავს. და საფრანგეთის ნაკრებისთვის რა ჯობს? ის, რომ მის ფეხბურთელს ლიდერის მენტალიტეტი ჰქონდეს.
რა ეტაპზეა ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლის საქმე? წერდნენ, ყველაფერი მოგვარებულიაო, მაგრამ არ ყოფილა მთლად ასე. გრიზმანი ჯერაც ყოყმანობს.
sarbieli.com-ის მკითხევლმა იცის, რომ იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი ჩაიშლება, „ბარსელონა” სათადარიგო ვარიანტს აამუშავებს და „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” დანიელი კრისტიან ერიკსენის გადაბირებას შეეცდება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
