ჭდე: ანტუან გრიზმანი

Home ანტუან გრიზმანი
გრიზმანის დიდი გამარჯვება
ჩანაწერი

გრიზმანის დიდი გამარჯვება

ანტუან გრიზმანმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მწარე მარცხი იწვნია ― მისმა „ატლეტიკომ’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:4 წააგო, მაგრამ ესპანური გუნდის ფრანგი ვარსკვლავისთვის ის დღე მაინც სასიხარულო იყო: მას მეოთხე შვილი შეეძინა. „გუშინ, 15 ივნისს დაიბადა შაი გრიზმან ჩოპერენია, ჩვენი ფაზლის ნაკლული ნაწილი’’, ― დაწერა 34 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე, თუმცა არ დაუზუსტებია პატარა გოგონაა თუ...

გრიზმანის მაიამი
ჩანაწერი

გრიზმანის მაიამი

საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა დარჩეს ესპანეთის ჩემპიონატში და გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან. გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, თუმცა კლუბი უკვე ცდილობს ფრანგ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის მომსახურებით „პარი სენ-ჟერმენი“ და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მაიამის „ინტერია“, რომელშიც „ბარსელონას“ ყოფილი...

გრიზმანი VAR-ის წინააღმდეგ
ჩანაწერი

გრიზმანი VAR-ის წინააღმდეგ

საფრანგეთის ნაკრებისა და „ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ტუნისს გოლი გაუტანა, მაგრამ VAR-მა არ ჩაუთვალა. ამასთან დაკავშირებით, „ლურჯების” ვარსკვლავმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ვფიქრობ, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელსაც VAR-მა გოლი არ ჩაუთვალა. ეს ესპანეთთან მოხდა. და მინდა გითხრათ, რომ საშინელი შეგრძნებაა, რადგან შენს გემოზე ვერ ზეიმობ. მეტისმეტად გულნატკენი ვარ, მაგრამ...

გამოსყიდული
ჩანაწერი

გამოსყიდული

ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა. მადრიდულმა კლუბმა ის „ბარსელონასგან“ გამოისყიდა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი. „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ 31 წლის ფრანგის სანაცვლოდ 20+4 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გადავიდა 126 მილიონ ევროდ 2019 წლის ზაფხულში. მიმდინარე სეზონში კი ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მინდორზე მე-60 წუთიდან გადიოდა. საქმე...

ბრწყინვალე მამარდა!
ჩანაწერი

ბრწყინვალე მამარდა!

„ვალენსიამ” „ატლეტიკოსთან” შინ წააგო 0:1. ახლა „ღამურები”, რომლებსაც ამ შეხვედრაში, განსაკუთრებით გოლის გაშვებამდე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ, 3 ქულით მე-14 ადგილზე არიან, ერთი მოიგეს და ორი წააგეს, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი გიორგი მამარდაშვილის თამაშია. კითხვაზე, როგორ დაიცვა კარი საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა, პასუხი იოლია: მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. „ჩეების” კარში გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, მაგრამ ეს იყო...

ვან ბასტენი: ატლეტიკო თამაშობს?
ჩანაწერი

ვან ბასტენი: ატლეტიკო თამაშობს?

მარკო ვან ბასტენმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკის გამო დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა სუპერფორვარდმა აღნიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მომავალი არ აქვს და მხოლოდ დღევანდელობაზეა მორგებული. „რასაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დაშვებულია, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, გოლი არ გაუშვას“. ვან ბასტენმა დაამატა, რომ „ატლეტიკოს“ თამაშის დროს ტელევიზორის სხვაგან გადართვა...

ჩოლო ვეღარ აკონტროლებს?..
ჩანაწერი

ჩოლო ვეღარ აკონტროლებს?..

10 წელია, რაც დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელია და ალბათ, პირველად გაჩნდა ეჭვები, რომ…  „ჩოლო“ გუნდს ვეღარ აკონტროლებს. კრიზისი? 16 ტურია გასული და ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 8 მოგება აქვს. მეოთხე ადგილი და „რეალთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენა. ბევრია. ერთი მომენტია. „ატლეტიკოში“ მოგროვდნენ არაატლეტიკოური ფეხბურთელები, რომელთა ძლიერი მხარე ართმევაზე თამაში და რკინის კვნეტა (როგორც იტყვიან) არაა....

რას გადაურჩა ბარსა
ჩანაწერი

რას გადაურჩა ბარსა

ესპანურ გამოცემა Diario Sport-ს ხელში ჩაუვარდა ანტუან გრიზმანის კონტრაქტი “ბარსელონასთან”. დოკუმენტის თანახმად, თუ გრიზმანი მისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩებოდა გუნდში, ე.წ. “ლოიალურობის ბონუსის” სახით დამატებით 7 მილიონ ევროს მიიღებდა. კიდევ ორი წლით დარჩენის შემთხვევაში ბონუსად 6,5-6,5 მილიონი იყო გათვალისწინებული. ჯამში “ბარსამ” მხოლოდ ამ ერთი პუნქტით ზედმეტი 20 მილიონის ხარჯი აიცილა თავიდან....

უძღები შვილის დაბრუნება
ჩანაწერი

უძღები შვილის დაბრუნება

„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ შეთანხმდნენ: ანტუან გრიზმანი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ბრუნდება. მიმდინარე სეზონში, ფრანგი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც „ბლაუგრანა“ 10 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბები შეთანხმდნენ, რომ გაისად, ზაფხულში, „ატლეტიკო“ გრიზმანს 40 მილიონ ევროდ აუცილებლად გამოისყიდის. ამრიგად, 30 წლის თავდამსხმელი ხელს აწერს ორწლიან კონტრაქტს, რომელშიც პირველ წელიწადს იჯარა, ხოლო მეორე წელიწადს მუდმივი თანამშრომლობა ჰქვია. ხელშეკრულებაში...

დღეს გრიზმანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა
ჩანაწერი

დღეს გრიზმანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა

კვირას, „ხეტაფესთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთელების შესახებ ილაპარაკა. საუბარი შეეხო ანტუან გრიზმანს, რომელსაც შეხვედრის მსვლელობისას ტრიბუნებიდან უსტვინეს. „როგორც მწვრთნელს, არ მესმის რატომ უნდა უსტვენდეს გულშემატკივარი ჩვენი გუნდის ფეხბურთელს, — თქვა ჰოლანდიელმა, — მოთამაშეს შეგიძლია უსტვინო თუკი მას სიზარმაცეს და საქმისადმი უპატიოსნო დამოკიდებულებას შეამჩნევ, მაგრამ დღეს ანტუანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა....