„მარკა” წერს, რომ ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში” გადასაყვანად, ამ ტრანსფერის მომხრეებს კატალონიელ გულშემატკივრებთან, კლუბის ხელმძღვანელობასთან და მოთამაშეებთან რთული მოლაპარაკებების დაძლევა მოუწევთ. გრიზმანი „კამპ ნოუზე” შარშანაც უნდა გადასულიყო, მაგრამ მან ტრანსფერი თავად ჩაშალა და მერე ამის შესახებ ესპანეთში გავრცელებულ დოკუმენტურ ფილმში ილაპარაკა. ფრანგის დამოკიდებულებამ კი დიდი კლუბის ბანაკი გააღიზიანა. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონმა თქვა, რომ ზაფხულში ის...
ჭდე: ანტუან გრიზმანი
გრიზუს გრიზი მირჩევნია
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ თემების მიხედვით დახარისხებულ პასუხებს ისე, როგორც კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა: „ოქროს ბურთი”: ჩემს წინაშე „ოქროს ბურთის” კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობაა. „ოქროს ბურთი” დიდად არ მანაღვლებს. თავს დავდებ, რათა მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ. ყველაფერს რაც შემდეგ მოხდება, მოგვიანებით მივესალმები....
თუ ახლა არა, ყატარში
საფრანგეთის ნაკრებისა და „ატლეტიკოს” 27 წლის ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ფიგაროს” ინტერვიუ მისცა. როგორც ირკვევა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ კითხვები ჟურნალისტებმა კი არა, ფრანგმა სპორტსმენებმა დაუსვეს. ჩოგბურთელ ჟო-ვილფრიდ ცონგას, მაგალითად აინტერესებდა რა გეგმები აქვს გრიზმანს სამომავლოდ. „მინდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ კი სათამაშოდ აშშ-ში წავიდე. ეს გეგმა საბუთი რომ იყოს ახლავე მოვაწერდი...
გრიზმანის საიდუმლო
“დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ დღეს მისი გასაჯაროების დრო არ არის და არც ადგილია შესაფერისი”, — თქვა საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ლურჯების” პრეს-კონფერენციაზე. ამ სიტყვებით მისი ჟურნალისტებთან შეხვედრა დასრულდა. იოლი მისახვედრია, რომ საქმე მისი „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლას ეხებოდა და არა მსოფლიოს ჩემპიონატს. საერთოდაც, პრეს-კონფერენცია იმით დაიწყო, რომ ფრანგმა ჟურნალისტებს მოუბოდიშა, ჩემი მომავლის შესახებ დღეს არაფერს...
არ წახვიდე ანტუან ბარსელონაში
ფრანგული რადიოს ცნობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოში” დარჩენა ურჩია. დეშამს ვინ ეკითხებაო, იკითხავს ის გულშემატკივარი ვინც გრიზმანის „ბარსელონაში” გადასვლის მომხრეა. ვინ ეკითხებოდა და თავად ფეხბურთელი. სწორედ მას დასჭირდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რჩევა, რაზეც გამზადებული პასუხი მიიღო: გიჯობს ესპანეთის დედაქალაქში დარჩე. „ლურჯების” მწვრთნელის ლოგიკა მარტივი და გასაგებია. „ატლეტიკოში” გრიზმანი პირველია, ხოლო...
ვარდი მატრასზე ვის მოუკრეფია?
ჯეიმი ვარდი „ატლეტიკოს” სურს! „ლესტერის” 31 წლის თავდამსხმელი მადრიდელთა სიაში ყოფილა. „მატრასებს” ზაფხულზე ანტუან გრიზმანი წაუვათ — „ბარსელონაში” გადადის — და ავანგარდში მისი შემცვლელი სჭირდებათ. გრიზმანის „კამპ ნოუზე” გადასვლას წინ აღარაფერი უდგას — „ბლაუგრანას” დაახლოებით 102 მილიონი ევრო აქვს ამ საქმისთვის გადადებული და ხელშეკრულებაც უკვე გამზადებულია. „ატლეტიკოს” სავარაუდოდ ფერნანდო ტორესიც დატოვებს. დიეგო სიმეონეს კი თურმე...
გრიზmoney და აგენტი პოგბა
ინფორმაცია, რომელიც „სანში” ამოვიკითხეთ, ვფიქრობთ ესპანური ფეხბურთის მოყვარულთათვისაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც ინგლისური ფეხბურთის მოყვარულთათვის: ანტუან გრიზმანმა „მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება უარყო, რადგან სეზონის დამთავრების შემდეგ „ბარსელონაში” გადადის. ინგლისური გაზეთი წერს, რომ კატალონიური კლუბი მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგ თავდამსხმელს 88 მილიონ გირვანქად ყიდულობს. დღევანდელი კურსით ეს 100 მილიონი ევროა. „სანის” ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ჟოზე მოურინიუს ამ...
ყველას გზა ბარსელონაში მიდის?
ანტუან გრიზმანის ცოლი ბარსელონაში სახლს ეძებს — ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ზაფხულში „ატლეტიკოდან” კატალონიის დედაქალაქში გადავა. მიმდინარე სეზონში გრიზმანი შესანიშნავ ფორმაშია — 26 წლისამ „ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა. ამბობდნენ, რომ „ბარსელონა” იანვარშივე აპირებდა მის გადაბირებას, მაგრამ ეს საქმე არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, კატალონიის რადიომ ჩაავლო, რომ 4 მარტს, როდესაც „ატლეტიკო”...






