ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ. რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება. უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი...
ჭდე: ანტუან გრიზმანი
გრიზმანი უკმაყოფილოა (VIDEO)
ანტუან გრიზმანი „ბარსელონას” ვარჯიშების გრაფიკით უკმაყოფილო იყო. გუშინ, ფრანგმა ვარსკვლავმა „ტვიტერზე” დაწერა: „ჩვენ 6 საათზე ვვარჯიშობთ, მაშინ როდესაც კლუბმა გამოაცხადა, რომ 6:30-ზე „პალაუ ბლაუგრანაში” კალათბურთის „ელ კლასიკოა”, „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს”. თავის „ტვიტს” მსოფლიოს ჩემპიონმა ბევრი მოწყენილი ემოჯიც დაურთო. ანტუან გრიზმანი კალათბურთის ცნობილი ფანია. „ბარსას” კალათბურთელმა ალექს აბრინესმა ფეხბურთელს ხუმრობით უპასუხა: „ჰოდა შენც ნუ წახვალ ვარჯიშზე”....
დაუფასებელი…
არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ – საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა. ამას თავად ჩილელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის… ვიდალს დიდებული სეზონი აქვს, ლა ლიგაში სულ 524 წუთი...
გრიზმანი: მე დრიბლინგი არ ვიცი
კორნელა ერთიბეწო ქალაქია ბარსელონადან 15 კილომეტრში, სადაც „პუმამ” გუშინ თავისი ახალი ბუცების პრეზენტაცია მოაწყო. საღამოს ესწრებოდნენ „ბარსას” ფეხბურთელები ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი, სამუელ უმტიტი, „ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი და წარსულში დიდი ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელმაც თანამემამულე უმტიტიზე იხუმრა, ეს ისეთი კარგი ბუცებია, რომ ამიერიდან სამუელი დაცვაში უშეცდომოდ ითამაშებსო. ყველაზე საინტერესო რამ კი მაინც ანტუან...
ფრანგი ფრანგის წილ
„პარი სენ ჟერმენი” ანტუან გრიზმანის შეძენაზე ფიქრობს. პარიზელები „ბარსელონასგან” 28 წლის ვარსკვლავის ყიდვას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ „რეალი” მათგან კილიან მბაპეს გადაიბირებს. ამ სატრანსფერო კომბინაციას ზაფხულში უნდა ველოდოთ. ინგლისური ჟურნალი FourFourTwo წერს, რომ ჯერჯერობით „პარკ დე პრენსზე” სწავლობენ, შეერწყმება გრიზმანი მაურო იკარდისა და ნეიმარს თუ ვერა. პსჟ მბაპესთან განშორებას ჯერ კიდევ დიდხანს არ აპირებს, მაგრამ კლუბის...
კუმანის პუნქტი
„რასაკვირველია, გადადგომაზე არ ვფიქრობ. ეს ერთი ჩვეულებრივი დამარცხება იყო”, — თქვა „ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ „ლევანტესთან” 1:3 წაგების შემდეგ. ამის მიუხედავად, 55 წლის ბასკის გადადგომაზე ლაპარაკი არ წყდება. „მარკამ” ვალვერდეს ცხრა წუნიც კი ჩამოუთვალა, რომელთა შორის იყო არეული დაცვა და ანტუან გრიზმანის დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი. რაკიღა „ბარსას” მწვრთნელის გადაყენებაზე ლაპარაკობენ, ბუნებრივია მის სავარაუდო შემცვლელებსაც...
ვერავინ ვერაფერს მიხვდა
„ბარსელონამ” „ლევანტესთან” 1:3 წააგო. ამ მწარე დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებმა მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადადგომაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ბასკმა უპასუხა, რომ „ბარსას” დატოვებას არ აპირებს. „გადადგომაზე არ ვფიქრობ, — თქვა ვალვერდემ, — ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა და საკუთარ თავს ვკითხოთ რატომ დაგვემართა ეს”. „ბლაუგრანასთვის” მიმდინარე ჩემპიონატში ეს გახლდათ მესამე დამარცხება „კამპ ნოუს” გარეთ, სტუმრად. ესპანეთის ჩემპიონის ახალწვეული...
არა მესითა ხოლო მოიგებს ბარსელონა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში, სტუმრად გატანილი გოლებით ვერ დაიკვეხნის. ისევ მესი თუ შეაგდებსო, ამბობს გამოცემა და მაგალითად პრაღაში ჩატარებული ბოლო თამაში მოყავს. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო. ორი გოლიდან ერთი მესიმ შეაგდო, მეორე კი… ჩეხებმა თავიანთ კარში გაიტანეს. სტუმრად უგოლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლუის სუარესი ყოფილა. აგერ უკვე...
ბარსელონელი გრიზმანის შუქ-ჩრდილები
როგორც იქნა! ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლის საგა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა. ფრანგი თავდამსხმელის ესპანეთის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა ხან მავანთა რისხვას იწვევდა და ხან მავანთა აღშფოთებას. მოვლენები ისე განვითარდა, რომ გრიზმანის ტრანსფერი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა და ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი უკვე „ბლაუგრანას” ფეხბურთელია, მადრიდულმა „მარკამ” მომხდარის შავ-თეთრი მხარეების გამოცნობა სცადა. ...
ნეტავ სად მიდის გრიზ-MONEY?
ინგლისში კმაყოფილებით წერენ, რომ ანტუან გრიზმანი ჯერ კიდევ შეიძლება გახდეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, რადგან „ბარსელონამ” კატეგორიულად განაცხადა, რომ ფრანგთან არაფერზე შეთანხმებულა. რაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღო, „ბარსა” 28 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მყიდველთა რიგში პირველი იდგა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას საშველი აღარ დააყენა და „მანჩესტერ იუნაიტედმაც” გადაწყვიტა თავისი ცადოს. გეხსომებათ, გრიზმანმა მაისში განაცხადა, რომ „ატლეტიკოდან” მიდის....









