„პარი სენ ჟერმენი” ანტუან გრიზმანის შეძენაზე ფიქრობს. პარიზელები „ბარსელონასგან” 28 წლის ვარსკვლავის ყიდვას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ „რეალი” მათგან კილიან მბაპეს გადაიბირებს. ამ სატრანსფერო კომბინაციას ზაფხულში უნდა ველოდოთ.
ინგლისური ჟურნალი FourFourTwo წერს, რომ ჯერჯერობით „პარკ დე პრენსზე” სწავლობენ, შეერწყმება გრიზმანი მაურო იკარდისა და ნეიმარს თუ ვერა.
პსჟ მბაპესთან განშორებას ჯერ კიდევ დიდხანს არ აპირებს, მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო მაინც ემზადება იმ ვარიანტისთვის თუკი 20 წლის თავდამსხმელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავა. „თეთრები” ფრანგში 300 მილიონ ევროს იმეტებენ.
ცნობისათვის: „პარი სენ ჟერმენს” ყოველთვის უნდოდა გრიზმანის შეძენა. ისინი ფეხბურთელს „ატლეტიკოში” თამაშის წლებშიც ეპატიჟებოდნენ და არც მისი „ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ აუღიათ განზრახვაზე ხელი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 10:05ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
