“დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ დღეს მისი გასაჯაროების დრო არ არის და არც ადგილია შესაფერისი”, — თქვა საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ლურჯების” პრეს-კონფერენციაზე. ამ სიტყვებით მისი ჟურნალისტებთან შეხვედრა დასრულდა. იოლი მისახვედრია, რომ საქმე მისი „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლას ეხებოდა და არა მსოფლიოს ჩემპიონატს.
საერთოდაც, პრეს-კონფერენცია იმით დაიწყო, რომ ფრანგმა ჟურნალისტებს მოუბოდიშა, ჩემი მომავლის შესახებ დღეს არაფერს გეტყვითო. ამის მიუხედავად გრიზმანს სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს უამრავი კითხვა. საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრების პრეს-ატაშე იძულებული გახდა საქმეში ჩარეულიყო და რეპორტიორები შეეჩერებინა.
მეორე მხრივ, გრიზმანის ამბის გაგებამდე ბევრი დროც არ დარჩა. ფეხბურთელი შაბათს შუადღისას იტყვის რა გადაწყვიტა, გადადის თუ არა მადრიდიან ბარსელონაში. სწორედ შაბათს, 16 ივნისს, 14 საათზე თამაშობენ ფრანგები მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიასთან. ეს მათი პირველი შეხვედრაა და დაპირებისამებრ, გრიზმანი საიდუმლოს მის დაწყებამდე ახდის ფარდას.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
