10 წელია, რაც დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელია და ალბათ, პირველად გაჩნდა ეჭვები, რომ… „ჩოლო“ გუნდს ვეღარ აკონტროლებს.
კრიზისი? 16 ტურია გასული და ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 8 მოგება აქვს. მეოთხე ადგილი და „რეალთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენა. ბევრია.
ერთი მომენტია. „ატლეტიკოში“ მოგროვდნენ არაატლეტიკოური ფეხბურთელები, რომელთა ძლიერი მხარე ართმევაზე თამაში და რკინის კვნეტა (როგორც იტყვიან) არაა. ანტუან გრიზმანი, ჟოაო ფელიში, იანიკ კარასკო, რენან ლოდი… ისინი არ ჰგვანან სიმეონეს ფეხბურთელებს, უფრო ბურთით ლამაზ რაღაცეებს აკეთებენ, ვიდრე სიმეონეს დავალებით გიჟებივით აქეთ-იქით ირბენენ.
მოუკლო კოკემ. ლუის სუარესიც კი ვეღარ არის სტაბილური და ზედმეტ წონას ვეღარ ებრძვის.
„ატლეტიკოს“ აღარ ჰყავს რაულ გარსია, გაბი, ტიაგო და სხვა მუშა კაცები.
პირველად გაჩნდა ეჭვები, რომ „ჩოლო“ ის, ძველი „ჩოლო“ ვეღარაა. სიმართლეა? დრო გვაჩვენებს. იქნებ სხვა რამეში არის საქმე და სიმეონემ მთელი ფიქრები ჩემპიონთა ლიგაზე გადაისროლა?
მაგრამ იქაც რომ ორჯერ წააგო იურგენ კლოპთან და ძლივს გავიდა ჯგუფიდან?! ვნახოთ. არგენტინელს ჯერ არავინ მოხსნის და თავადაც არ ჰგავს სახლიდან მალე წამსვლელს.
მაგრამ როგორც „არაჩვეულებრივ გამოფენაშია“, ეს მაინც არაა ჩემი სიდედრიო…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
