ანტუან გრიზმანმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მწარე მარცხი იწვნია ― მისმა „ატლეტიკომ’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:4 წააგო, მაგრამ ესპანური გუნდის ფრანგი ვარსკვლავისთვის ის დღე მაინც სასიხარულო იყო: მას მეოთხე შვილი შეეძინა.
„გუშინ, 15 ივნისს დაიბადა შაი გრიზმან ჩოპერენია, ჩვენი ფაზლის ნაკლული ნაწილი’’, ― დაწერა 34 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე, თუმცა არ დაუზუსტებია პატარა გოგონაა თუ ბიჭი.
საქმე ის არის, რომ შაი ორივე სქესის ადამიანებს ჰქვიათ, როგორც ჩვენთან მაგალითად ნუკრი ან საშა.
პატარა შაის დედა ერიკა თავს კარგად გრძნობს. ანტუანის პოსტს სიხარულით გამოეხმაურა მისი ძმა თეო.
საინტერესოა, რომ გრიზმანსა და მის ესპანელ მეუღლეს პირველი სამი შვილი 8 აპრილს გაუჩნდათ: 2016, 2019 და 2021 წლებში. შესაბამისად, ახალშობილი ოჯახში ერთადერთი ბავშვია, რომელიც სხვა დღეს დაიბადა.
ფეხბურთელმა ივნისის დასაწყისში „ატლეტიკოსთან’’ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. მას კარიერაში „ატლეტიკოს” გარდა ნათამაშევი აქვს „რეალ სოსიედადსა’’ და „ბარსელონაში’’.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ანტუან გრიზმანს 127 შეხვედრაში 44 გოლი აქვს გატანილი. ის არის მსოფლიოს ჩემპიონი, ერთა ლიგის გამარჯვებული, ევროლიგის, ევროპის სუპერთასისა და სხვა მრავალი ტიტულის მფლობელი.
„ატლეტიკოს’’ შემდეგი შეხვედრა პარასკევს „სიეტლ საუნდერსთან’’ აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
მთავარი ამბავი31/10/2026 | 08:14ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს
აქეთურ-იქითური30/10/2026 | 09:29ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
მთავარი ამბავი30/10/2026 | 07:50კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
