ჭდე: ანტუან გრიზმანი

Home ანტუან გრიზმანი
ბარსელონა ჯერ ვერ ბარსელონობს
ჩანაწერი

ბარსელონა ჯერ ვერ ბარსელონობს

ბილბაოში, „ესტადიო სან მამესზე“, „ბარსელონამ“ მასპინძლებს გამარჯვება არ დაანება. ეს მემფის დეპაის მიერ მეორე ტაიმის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გატანილი გოლის წყალობით მოხდა. მესისშემდგომი ეპოქის „ბარსა“ ჯერ არ ჰგავს გუნდს, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან 90 წუთის განმავლობაში შეხვედრის სათავეები ხელთ ეპყრობა, მაგრამ შესვენების შემდეგ მან მოახერხა გადაჯგუფება და ინიგო მარტინესის გოლის გაქვითვა. მარტინესმა 50-ე წუთზე გახსნა...

მესი და ბარსელონა შეთანხმდნენ
ჩანაწერი

მესი და ბარსელონა შეთანხმდნენ

კატალონიურმა „სპორტმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ საერთო ენა გამონახეს. მხარეები გააფორმებენ კონტრაქტს 2026 წლამდე. ფეხბურთელმა ხელფასის ნახევარი დაიკლო. ამ ამბავს ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ. „სპორტი“ სიამაყით წერს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც თავად წინასწარმეტყველებდა. არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ძველი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს გაუვიდა. გარშემო ყველა ახალ შეთანხმებას ელოდა, გამოცემა კი დაბეჯითებით აცხადებდა,...

ბარსამ კარგად მოიგო
ჩანაწერი

ბარსამ კარგად მოიგო

„ბარსელონამ“ მესამე ამხანაგური შეხვედრა მოიგო, თუმცა ეს იყო პირველი მატჩი უმაღლესი ლიგის მეტოქესთან — შტუტგარტში, „მერსედეს-ბენც არენაზე“, კატალონიელებმა 3:0 მოიგეს. მათ საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს: ახალწვეულების, გამოცდილი ჰოლანდიელის მემფის დეპაისა და 18 წლის ავსტრიელი იუსუფ დემირის გოლებით შესვენებამდე უკვე 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში ერთი გოლიც რიკი პუჩმა დაამატა. ბარსელონელთა ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს თავისი გუნდის...

გრიზმანის ატლეტიკოში დაბრუნება ჩაიშალა
ჩანაწერი

გრიზმანის ატლეტიკოში დაბრუნება ჩაიშალა

ანტუან გრიზმანის „ბარსელონადან” „ატლეტიკოში” გადასვლა ჩაიშალა. ასე წერს კატალონიური პრესა. მხარეები ფულზე ვერ შეთანხმდნენ. „ბარსას” არ უნდოდა ფრანგი საბაზრო ფასზე იაფად გაეყიდა, როგორც ეს ერთი წლის წინ ლუის სუარესის შემთხვევაში გააკეთა. კიდევ, „ბარსელონას” სურდა გრიზმანში საული კი არა, სხვა ამპლუის ფეხბურთელი გაეცვალა. კატალონიურმა კლუბმა 21 წლის პორტუგალიელ ჟოაო ფელიპეს დაადო ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ბლაუგრანა” თანახმა...

სუარესი ალიყური იყო
ჩანაწერი

სუარესი ალიყური იყო

„ბარსელონა“ არ აპირებს ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოში“ გაყიდვას და ამით საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტის გაძლიერებას. როგორც ჩანს, ბარსელონაში სწორი დასკვნები გამოიტანეს ასევე „ატლეტიკოში“ გაშვებული ლუის სუარესის მიერ გაწნული სიმბოლური ალიყურიდან – სუარესის 21-მა გოლმა დიდწილად განაპირობა „ატლეტიკოს“ ჩემპიონობა. ბუნებრივია, გრიზმანს მადრიდში დაბრუნება უჯობს, მაგრამ „ბარსელონა“ ფეხბურთელისთვის კლუბს ინგლისსა და იტალიაში ეძებს. არადა, გრიზმანი სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს,...

გრიზმანი: ქულები მნიშვნელოვან თამაშებში დავკარგეთ
ჩანაწერი

გრიზმანი: ქულები მნიშვნელოვან თამაშებში დავკარგეთ

ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ეიბარს” და მესამე ადგილს დასჯერდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა და Barça TV-ს მისცა ინტერვიუ: „კვლავ ვერ შევგუებივართ იმ ფაქტს, რომ ტიტული სხვამ მოიპოვა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში დაგვიცდა ფეხი. ახლა ცოტას დავისვენებთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ისევ ისეთ გუნდად...

ბარსა ფიცხელ ბრძოლაშია
ჩანაწერი

ბარსა ფიცხელ ბრძოლაშია

„ბარსელონამ” ხუთგოლიან თრილერში გაიმარჯვა და ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა — „ბლაუგრანამ” „მესტალიაზე” „ვალენსიას” 3:2 აჯობა. სტუმართაგან ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ერთი — ანტუან გრიზმანმა. 34 ტურის შემდეგ, 76 ქულით ლიდერობს „ატლეტიკო”, რომელსაც „რეალი” და „ბარსა” ორი ქულით ჩამორჩებიან. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. სტუმრებმა კარგად დაიწყეს. მათი თამაში აღარ ჰგავდა იმას, რომლის გამოც...

ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება
ჩანაწერი

ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება

თუკი გასულ უქმეებზე „ბარსელონა” გაწბილდა, ეს უქმეები მისთვის ტრიუმფალური იყო. ახლა, სევილიაში სათასო წარმატებით „გადატვირთული” გუნდი ლა ლიგის მწვერვალს სულ სხვა ჟინით შეუტევს. „ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ოცდამეთერთმეტედ მოიგო. მოპოვებული თასების რაოდენობით ის ისედაც რეკორდსმენი იყო — მდევარ „ბილბაოს”, სწორედ გუშინდელ მეტოქეს, ეს ჯილდო ოცდასამჯერ აქვს აღმართული. და ეს იყო „ბარსას” პირველი ტიტული მას მერე, რაც...

აბიდალმა თქვა, ნეიმარს ვაბრუნებდი, მაგრამ არ დამაბრუნებინესო
ჩანაწერი

აბიდალმა თქვა, ნეიმარს ვაბრუნებდი, მაგრამ არ დამაბრუნებინესო

„ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ერიკ აბიდალმა პირველი ინტერვიუ მისცა და ის სკანდალური გამოდგა. ფრანგმა ვეტერანმა, რომელიც მას მერე, რაც თამაშს თავი დაანება, „ბარსაში” ტექნიკურ მდივნად მუშაობდა თქვა, რომ 2019 წელს ის ნეიმარს „კამპ ნოუზე” აბრუნებდა. „სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი დღით ადრე, ლეონარდოსთან (ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და პსჟ-ს სპორტული დირექტორი) სალაპარაკოდ პარიზში ჩავედი. ჩემთან ერთად იყო ჩვენი...

ბარსას რთული მატჩი
ჩანაწერი

ბარსას რთული მატჩი

კიდევ ერთი თამაში, კიდევ ერთი თრილერი, კიდევ ერთი შეხსენება, რომ ლეო მესი უმნიშვნელოვანესია და ფრანსისკო ტრინკაოს პირველი გოლი — ასე აღწერს „ბეტისისა” და „ბარსელონას” შეხვედრას კატალონიური „სპორტი”. „ბარსაში” „ბრაგადან” 31 მილიონ ევროდ გადაყვანილმა 21 წლის გარემარბმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ 87-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლით (იხილეთ ვიდეო) რონალდ კუმანის გუნდს სამი ქულა შეჰმატა. ტრინკაუ პირველ ბარსელონურ გოლთან...