„ბარსელონა’’ ჯერაც ბოლომდე დაუმთავრებელ „კამპ ნოუზე’’ „ატლეტიკოს’’ თავიდან ჩამორჩა, შემდეგ კი 3:1 მოუგო. ეს იყო ბლაუგრანას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ლა ლიგაში. იმავდროულად იმავე ლიგაში ეს იყო მე-13 შეხვედრა წაგების გარეშე.
ჰანსი ფლიკს კრიტიკოსები დაცვის ხაზის საკუთარი საჯარიმოდან მეტისმეტად შორს დაყენებას საყვედურობენ და სწორედ ეს იყო მე-19 წუთზე ალექს ბაენას გოლის მიზეზი. თავდაპირველად თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა, მაგრამ VAR-ზე შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ წესები არ დარღვეულა. გოლი ჩაითვალა.
თუმცა სტუმრების უპირატესობამ მხოლოდ ექვს წუთს გასტანა: პედრიმ რაფინიას მეტოქის საჯარიმოში პასი შეაყოლა, რაფინიამ მეკარე ობლაკი მოატყუა და ანგარიში გაქვითა. ათი წუთის შემდეგ დანი ოლმოს წაქცევისთვის „ბარსელონას’’ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთი ხარიხას ძალიან ააცილა.
65-ე წუთზე ოლმომ ლევანდოვსკის პასით ორ შეხვედრაში თავისი მესამე გოლი გაიტანა (ამ დროს მან მხარი იტკინა და მოედნის დატოვება მოუხდა), 90+6 წუთზე კი ფერან ტორესმა თამაშს წერტილი დაუსვა. საინტერესოა, რომ ფლიკს „ბარსელონას’’ თავკაცის რანგში შინ „ატლეტიკოსთვის’’ აქამდე არ მოეგო.
ახლა „ბარსა’’ ცხრილში „რეალს’’ 4 ქულით უსწრებს. მადრიდელები ოთხშაბათს „ბილბაოს’’ სტუმრობენ.
„ატლეტიკოს’’ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მატჩის დამთავრების შემდეგ მატჩი ჯერ ზოგადად შეაფასა, შემდეგ კი რაფინიაზე ილაპარაკა: „რაფინია წარმოუდგენელი ფეხბურთელია. მას ყველგან ეხერხება თამაში. შეუძლია იყოს გარემარბი, შეუძლია იყოს ნახევარმცველი, თავდამსხმელი და თუ გნებავთ განაპირა მცველი. მას ეხერხება როგორც გოლის გატანა, ასევე საგოლე მომენტის შექმნა, მეტოქის პრესინგის ქვეშ მოქცევა და სწრაფად გაქცევა. არ მესმის, ამ ფეხბურთელს „ოქროს ბურთი’’ რატომ არ აქვს მოგებული. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სულ მას მივცემდი ხმას’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
