„ატლეტიკომ’’ „ვალენსიას’’ საშინაო მოგებათა სამმატჩიანი სვლა შეწყვიტა ― 3:0. „ღამურებს’’ ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ. ისინი მეორე ლიგაში 1986 წლის შემდეგ არ გავარდნილან.
პირველ ტაიმში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. მას შესვენებამდე მესამეs გატანაც შეეძლო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა დროული გამოსვლით მასთან პირისპირ შესულ არგენტინელს მიზანში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცა. 86-ე წუთზე კიდევ ერთმა არგენტინელმა ანხელ კორეამ მესამე გოლიც შეაგდო.
მოქმედებების აღმრიცხველთა თანახმად, მადრიდელებმა კარში დამიზნებით სამჯერ დაარტყეს და სამივეჯერ წარმატებით.
სტატისტიკაზე მომუშავე საიტებმა მამარდაშვილის თამაში ასე შეაფასეს: flashscore-მა მას 5.2 ქულა დაუწერა, whoscored-მა ― 5.4, ხოლო sofascore-მა ― 6.0.
შეხვედრაში, 0:2-ზე იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯს სტუმრების კარში პენალტის დანიშვნა მართებდა, მაგრამ ხელით თამაში ვერ დაინახა. საინტერესოა, რომ თავად „ატლეტიკოს’’ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თქვა, რომ ამ მომენტში თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო:
„მაჩვენეს ჩანაწერი. ზუსტად ისეთი მომენტი იყო, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც კუკურეიამ ხელით ითამაშა. ამბობენ, რომ ეს ხელი „მკვდარი’’ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბურთს გზა სწორედ ამ ხელმა გადაუღობა. იმედი მაქვს წესები უფრო მკაფიო გახდება, თორემ ასეთი ეპიზოდი ერთ დღეს პენალტია, მეორე დღეს კი არ არის პენალტი. ყველა გუნდის მიმართ ერთი და იგივე მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს’’.
„ვალენსიას’’ თავკაცმა კარლოს კორბერანმა კი თავისი პოზიცია თავისებურად გამოხატა: „სიმეონემ თქვა, რომ ეს პენალტი იყო. მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ არ იყო და ნაკლებად განვიცდი. პენალტი და გოლი ისეთი რამ არის, რამაც შეიძლება თამაშის ბედი შემოატრიალოს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
