ინებეთ, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფეხბურთი ამერიკაში არ უყვართ და ფეხბურთელებს ვერ ცნობენ: ერლინგ ჰოლანდი ნიუ იორკში თავისუფლად დადის. მას ვერავინ ცნობს.
ღია ფერის კეპითა და მზის დიდი სათვალით მოკაზმული ნორვეგიელი მანჰატენზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. ფოტოები მან სოციალურ მედიაში თავად გამოაქვეყნა. მათზე ჩანს, თუ როგორ პოზირებს ჰოლანდი ჯერ ტაიმს-სკვერზე, შემდეგ კი ცნობილი „კაცის დელიკატესის“ წინ. აქ არის გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სცენა რომანტიკული კომედიიდან „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ ბილი კრისტალისა და მეგ რაიანის მონაწილეობით. ჰოლანდი რასაკვირველია ვერავინ იცნო.
„კეპი თმის დამალვაში მეხმარებოდა“, – იხუმრა ჰოლანდმა თავის პოსტში.
ნორვეგიის ნაკრებს ორშაბათს სენეგალთან აქვს თამაში. „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი შეყვარებულთან იზაბელ ჰაუნგსენ იოჰანსენთან ერთად სასეირნოდ მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა გაუშვა.
„დასვენება ყველას სჭირდება. ფეხბურთელები უნდა გადაერთონ, სულ მე და პერსონალს კი არ უნდ გვიყურებდნენ“, – თქვა ამასთან დაკავშირებით სოლბაკენმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელებმა პირველ შეხვედრაში ერაყს მოუგეს 4:1. ამ შეხვედრაში ორი გოლი სწორედ ჰოლანდმა გაიტანა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
