მანჩესტერულ დერბიში ერლინგ ჰოლანდის გოლი, რომლითაც „სიტიმ“ „იუნაიტედს“ 1:0 მოუგო, არ უნდა ჩათვლილიყო – ასეთი დასკვნა გააკეთეს ინგლისში. მიზეზი: „ქალაქელი“ ენცო ფერნანდესი ოფსაიდში იყო, მაგრამ ის ბურთისთვის თავის დასარტყმელად გადახტა, რითაც „იუნაიტედის“ ბელგიელი მეკარის სენე ლამენსის და არგენტინელი მცველის ლისანდრო მარტინესის ყურადღება მიიტაცა ანუ ეპიზოდზე გავლენა იქონია, რის გამოც ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. საინტერესოა,...
ჭდე: ერლინგ ჰოლანდი
ინგლისელებო, ფრთხილად, წინ ჰოლანდია!
სწორად შენიშნავს BBC: ერლინგ ჰოლანდს მოედანზე უპირველეს ყოვლისა გარეგნობით და ვარცხნილობით შეამჩნევ, მერე კი იწყება თამაში, რომლის დროსაც ის ქარიშხალივით იჭრება თავისუფალ სივრცეებში, ხოლო მცველები ქაოსურად ცდილობენ მის შეჩერებას. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მერვედფინალში ბრაზილიასთან ეს ისე არ იგრძნობოდა როგორც სხვა მატჩებში, მაგრამ მან მაინც გაიტანა ორი გოლი. ნორვეგიამ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა...
ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
ინებეთ, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფეხბურთი ამერიკაში არ უყვართ და ფეხბურთელებს ვერ ცნობენ: ერლინგ ჰოლანდი ნიუ იორკში თავისუფლად დადის. მას ვერავინ ცნობს. ღია ფერის კეპითა და მზის დიდი სათვალით მოკაზმული ნორვეგიელი მანჰატენზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. ფოტოები მან სოციალურ მედიაში თავად გამოაქვეყნა. მათზე ჩანს, თუ როგორ პოზირებს ჰოლანდი ჯერ ტაიმს-სკვერზე, შემდეგ კი ცნობილი „კაცის დელიკატესის“ წინ....
პერესმა თუ ჩაიფიქრა…
საყოველთაოდ ცნობილი ამბავია – „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რამე თუ ჩაიფიქრა, ბოლომდე მიიყვანს. ჰოდა, აგერ, ბატონო: ფლორენტინო პერესი პირადად არის დაინტერესებული „მანჩესტერ სიტიდან“ ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის გადაბირებით და მზად არის მის სანაცვლოდ ნახევარი მილიარდი ევრო გადაიხადოს. სიგიჟეა? გეთანხმებით, ასეა, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი უცხოური პრესა ამ ამბითაა აჭრელებული. ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. 25 წლის ჰოლანდის სატრანსფერი ფასი 200...
ცეცხლი და კავშირი
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში ინგლისის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ლუთონ თაუნთან“ (6:2). ჰოლანდმა პენტა-თრიქი შეასრულა: ნორვეგიელმა მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთებზე ხუთი გოლი გაიტანა. აქედან პირველი ოთხი კევინ დე ბრუინის პასებით. „რა შემიძლია ვთქვა ჰოლანდის გამოსვლაზე? ყველაფერი, რაც ვნახეთ, ფანტასტიკური გახლდათ. ჰოლანდი ცეცხლშია და მისი...
კეინი ბუნდესლიგაში პირველია
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გერმანიის ჩემპიონატში 25-ე გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ბოხუმთან (3:2) 87-ე წუთზე გაიტანა. ამრიგად, კეინს გერმანიის ჩემპიონატში 25 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა თამაში (22) დასჭირდა. წინა მიღწევა „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა, რომელმაც „დორტმუნდის“ მაისურით 25 გოლი ბუნდესლიგის 25 მატჩში...
2023 წლის ასეული
ინგლისური „გარდიანი” მსოფლიოს წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელის გამოკითხვას 2012 წლიდან ატარებს და აი, 2023 წელს, პირველად, სამეულში არც ლეო მესია და არც კრიშტიანუ რონალდუ. გაზეთი წერს, რომ არგენტინელისა და პორტუგალიელის გარდა კიდევ არის ოთხი ვარსკვლავი, რომელიც ასეულში ყველა გამოკითხვაში მოხვდა. ისინი არიან: რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა მოდრიჩი, ქარიმ ბენზემა და ტონი კროოსი. აქამდე მათთან ერთად იყო...
ჰარის ახალი რეკორდი
ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ბაიერნი“ და „შტუტგარტი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მატჩში დუბლი შეასრულა და გერმანიის ჩემპიონატში მე-19 და მე-20 გოლი გაიტანა. ამისათვის მას მხოლოდ 14 მატჩი დასჭირდა. მას ასევე აქვს ხუთი საგოლე გადაცემა. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია 20 გოლი უფრო სწრაფად. უვე...
ნორვეგია ევროზე ფლეი-ოფითაც ვეღარ მოხვდება
ერლინგ ჰოლანდისა და მარტინ ოდეგორის ნორვეგია ევრო 2024-ის მიღმა დარჩა. მას განაჩენი I ჯგუფმა გამოუტანა. რუმინეთისა და შვეიცარიის პირდაპირ გასვლამ ნორვეგიელებს ფლეი-ოფში მოხვედრის გზაც მოუჭრა. I ჯგუფიდან პირდაპირ ისრაელი რომ გასულიყო, მაშინ ნორვეგიას გრძელი გზით მოვლის ვარიანტი რჩებოდა, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია. ნორვეგიის ნაკრები მოგეხსენებათ საქართველოსთან ერთად შესარჩევი შეჯიბრების A ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ესპანეთმა და...
… აქ ნუ იტირებ
„ბენფიკას“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლოთარ მათეუსის განცხადებას გამოეხმაურა, ვინაც განაცხადა, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებდა. მანამდე მათეუსმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას ფარსი უწოდა. მისი თქმით, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჯილდო მესიზე მეტად დაიმსახურა. „წადი სხვაგან იტირე”, – უპასუხა დი მარიამ გერმანელს სოციალურ...









