ცეცხლი და კავშირი

Home აქეთურ-იქითური ცეცხლი და კავშირი
ცეცხლი და კავშირი

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში ინგლისის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ლუთონ თაუნთან“ (6:2).

ჰოლანდმა პენტა-თრიქი შეასრულა: ნორვეგიელმა მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთებზე ხუთი გოლი გაიტანა. აქედან პირველი ოთხი კევინ დე ბრუინის პასებით.

Haaland's penta-trick and De Bruyne's four assists. City defeat Luton in  the FA Cup | Dailysports„რა შემიძლია ვთქვა ჰოლანდის გამოსვლაზე? ყველაფერი, რაც ვნახეთ, ფანტასტიკური გახლდათ. ჰოლანდი ცეცხლშია და მისი კავშირი დე ბრუინთან შესანიშნავი. კევინს სჭირდება ერლინგის მსგავსი მოთამაშეები, ერლინგს კი კევინისნაირი. მაგრამ არც სხვა ბიჭების გარეშე გამოგვივიდოდა ასეთი თამაში. ყველამ თანაბრად დაიმსახურა ეს გამარჯვება. „უემბლის“ ფინალს ვუახლოვდებით“, – თქვა კმაყოფილმა გვარდიოლამ.

სხვათა შორის, ეს არ არის ჰოლანდის პირველი პენტა-თრიქი მის ზრდასრულ კარიერაში. შარშან მარტში მან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ლაიპციგს“ ასევე ხუთჯერ გაუტანა და ამის გაკეთებას 57 წუთი მოანდომა (ამჯერად – ერთი წუთით მეტი)! ასე რომ, ერლინგი ატარებს შოუს ყველა დონეზე და მატჩში, ნებისმიერი კლასის მოწინააღმდეგეებთან.

ერლინგმა გაიმეორა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის ჯორჯ ბესტის რეკორდი, რომელმაც 1970 წელს, ინგლისის თასის მატჩში ასევე ხუთი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ქალაქელების შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, 27 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.