„მან. სიტის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა საშობაო არდადეგების დროს ფეხბურთელების წონის მატების შემოწმებას გეგმავს. „მათ შეუძლიათ ჭამა, მაგრამ მინდა მათი კონტროლი. უნდა ავირჩიო შემადგენლობა 27-ში „ნოტინგემ ფორესტთან“ მატჩისთვის. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სამი ზედმეტი კილოგრამით ბრუნდება. ის მანჩესტერში დარჩება და ნოტინგემში არ წამოვა. ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა“, – ამბობს მწვრთნელი. ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
ყველაზე მეტი ისტორიაში…
აშშ-ი, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა, ისტორიაში ყველაზე ყურებადი გამოდგა. პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, პეპ გვარდიოლას გუნდი „მეთოფეებს“ დაუზავდა (0:0). NBC Sports-ის ინფორმაციით, მატჩს ამერიკაში თვალი 2.12-მა მილიონმა ადამიანმა მიადევნა, რაც პრემიერლიგის შეხვედრებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტია. ტელემუნდოსაც თუ მივათვლით, სადაც ესპანურენოვანმა მოსახლეობამ უყურა, 2,59 მილიონამდე ავდივართ. არტეტას გუნდი ახლა მეორე ადგილზეა (65 ქულა), „სიტი“...
ცეცხლი და კავშირი
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში ინგლისის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ლუთონ თაუნთან“ (6:2). ჰოლანდმა პენტა-თრიქი შეასრულა: ნორვეგიელმა მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთებზე ხუთი გოლი გაიტანა. აქედან პირველი ოთხი კევინ დე ბრუინის პასებით. „რა შემიძლია ვთქვა ჰოლანდის გამოსვლაზე? ყველაფერი, რაც ვნახეთ, ფანტასტიკური გახლდათ. ჰოლანდი ცეცხლშია და მისი...
ლივერპულმა გააოცა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, აჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ გამოსვლაზე ისაუბრა. „არ ველოდი, რომ „ლივერპული“ ამ სეზონში ცხრილის სათავეში მოექცეოდა და ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებდა. მეგონა, მერსისაიდელების მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა, რას ვიქირებდი რომ ისევ „მანჩესტერ სიტისთან“ დაიწყებდნენ ბრძოლას. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ქალაქელების მთავარი მეტოქე „არსენალი“ გახდებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ...
გვარდიოლა: არ ვიცოდი, რეკორდი მესის თუ ეკუთვნოდა
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განმარტა, თუ რატომ შეცვალა ერლინგ ჰოლანდი „ლაიფციგთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მეორე ტაიმში. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პენტა-თრიკი შეასრულა, რის შემდეგაც შეცვალეს. ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესის და ლუის ადრიანოს შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. მოედანზე რომ დარჩენილიყო, ერლინგს ამ რეკორდის მოხსნის კარგი...
გვარდიოლა მანჩესტერზე…
გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე თანაქალაქელი „სიტი“ პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ამ პრიზს ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა (2018-2021). შარშან კი „ლივერპულის“ ჯერი დადგა. პრესკონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თქმა, რომ „იუნაიტედი“ ისევ ძლიერი კლუბია. „ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, არა? ცოტა...
ანტონიო კონტეს ოპერაციას გაუკეთბენ
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტისთან“ პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი ოპერაციის გამო გამოტოვოს. იტალიელმა ცოტა ხნის წინათ მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო. მას შემდეგ, რაც მას ქოლეცისტიტის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. სპეციალისტს ოპერაცია 1 თებერვალს ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების შემდეგ ტოტენჰემს დაუბრუნდება. „ტოტენჰემმა“ 21 მატჩში 36 ქულა მოაგროვა და მიმდინარე...
პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ (3:0) დუბლი გააკეთა. იმ დროისათვის ის 22 წლის და 316 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პელეს შემდეგ (17 წლის 249 დღის), „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი მონდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში დუბლი შეუსრულებია. ალვარესს „ალბისელესტეს“ რიგებში დებიუტი 2021 წლის...
მუდრიკზე ტაციაობაა
დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის თამაშემწემ კარლო ნიკოლინიმ დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის შეძენით პრემიერლიგის ორი კლუბი – „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. 21 წლის ფეხბურთელს ასევე მადრიდის „რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სკაუტები აკვირდებიან, თუმცა უკრაინელისთვის პრიორიტეტული ინგლისის ჩემპიონატში თამაში ყოფილა. მუდრიკი ხარკოვის „მეტალისტის“ აღზრდილია. თამაშობდა „დნიპროს“ აკადემიაში. 2019 წლიდან კი „შახტარის“ ფეხბურთელია. დონეცკური კლუბი...
მოვა დრო და…
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ ვერ იგებს მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას. „მიზეზი მარტივია – მადრიდის „რეალი“… ცხადია, მინდა ლიგის მოგება, მაგრამ ეს არ არის აკვიატებული აზრი. ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაა. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია. ვიცი, რამდენად კარგები არიან მოწინააღმდეგეები და რა რთული ტურნირია. ეს არაერთხელ მითქვამს და შეიძლება ბევრს არ...









