„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტისთან“ პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი ოპერაციის გამო გამოტოვოს.
იტალიელმა ცოტა ხნის წინათ მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო. მას შემდეგ, რაც მას ქოლეცისტიტის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გაკეთება გადაწყდა.
სპეციალისტს ოპერაცია 1 თებერვალს ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების შემდეგ ტოტენჰემს დაუბრუნდება.
„ტოტენჰემმა“ 21 მატჩში 36 ქულა მოაგროვა და მიმდინარე პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთეა. ლიდერი კი ლონდონის „არსენალი“ (50) გახლავთ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
