
ლა ლიგამ ზამთრის სატრანსფერო ბაზარი 38 ნასყიდობით დაამთავრა. გიორგი მამარდაშვილის კლუბს, „ვალენსიას” ერთი ფეხბურთელიც არ უყიდია. ადგილობრივი პრესა გაღიზიანებული წერს, რომ ასეთია კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის დამოკიდებულება საქმისადმი.
კერძოდ, იანვარში ესპანეთის ცამეტი კლუბი გაძლიერდა ახალი ფეხბურთელებით და რაც ვალენსიელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე შემაშფოთებელია, მათი უმრავლესობა ცხრილის ქვედა ნახევარშია ანუ ისინი „ღამურების” კონკურენტები არიან. ვაზუსტებთ: „ვალენსიას” გარდა მოთამაშეები დაიმატა მეათეზე მყოფი „მალიორკათი” დაწყებულმა, მაჩანჩალა „ელჩეთი” დამთავრებულმა უკლებლივ ყველა კლუბმა.
არ გაძლიერებულა ლა ლიგის მხოლოდ 7 ბინადარი, რომელთა შორის, გეგონება ულხინდეს, ერთ-ერთი არის „ვალენსია”. ამ ფაქტში ირონიული ის არის, რომ ხსენებული 7 კლუბიდან „ჩეების” გარდა ყველა ზედა ადგილებისთვის იბრძვის. ესენია: ლიდერი „ბარსელონა”, მისი მდევარი „რეალი”, მესამე პოზიციაზე მყოფი „რეალ სოსიედადი”, მეხუთე — „ვილიარეალი”, მერვე — „ოსასუნა” და მეცხრე — „ბილბაო”.
ყველაზე მეტად დაიხარჯა მე-18 ადგილზე მყოფი „კადისი”, რომელმაც 7 ახალი ფეხბურთელი იყიდა. ხუთი ახალი მოთამაშე ჰყავთ „ესპანიოლსა” და „ვალიადოლიდს”, „ელჩეს” კი ოთხი.
ნიშანდობლივია, რომ „ვალენსიამ” ბოლო ტურში „ვალიადოლიდთან” 90-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო და ამ გოლის როგორც ავტორი, ასევე საგოლე პასის მიმწოდებელი ახალშეძენილი ფეხბურთელები იყვნენ — კანადელი კაილი ლარინი და ვენესუელელი დარვინ მაჩისი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
