დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის თამაშემწემ კარლო ნიკოლინიმ დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის შეძენით პრემიერლიგის ორი კლუბი – „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა.
21 წლის ფეხბურთელს ასევე მადრიდის „რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სკაუტები აკვირდებიან, თუმცა უკრაინელისთვის პრიორიტეტული ინგლისის ჩემპიონატში თამაში ყოფილა.
მუდრიკი ხარკოვის „მეტალისტის“ აღზრდილია. თამაშობდა „დნიპროს“ აკადემიაში. 2019 წლიდან კი „შახტარის“ ფეხბურთელია. დონეცკური კლუბი უკრაინული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში 100 მილიონ ევროს ითხოვს.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
