„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელის დებიუტი „რეიმსთნ“ მე-19 ტურის შეხვედრაში შედგა, რომელშიც საქართვლოს ნაკრების ლიდერმა საგოლე პასი გააკეთა, საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა კი ხვიჩა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ერთდროულად ორ რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა – ერთი სპეციალისტებმა შეადგინეს, მეორე კი გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა. ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი შემტევი მისთვსი ჩვეულ, მარცხენა გარემარბის...
ჭდე: პარი სენ ჟერმენი
დიდი დღეა
„დორტმუნდის“ მცველმა მატს ჰუმელსმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1:0) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. „ეს დიდი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. ახლა ძალიან ახლოს ვართ ოცნების ახდენასთან, გვჯერა, რომ „უემბლიზეც“ ფინალში წარმატებით ვითამაშებთ, მაგრამ ჯერ ეს გამარჯვება სათანადოდ უნდა აღვნიშნოთ“, – თქვა გახარებულმა ჰუმელსმა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩი პსჟ – „დორტმუნდი“ გუშინ,...
პსჟ-ს სტრატეგია
პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გუნდის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. „ჩვენ გვსურს შევქმნათ გუნდი, რომელსაც რეალურად შეეძლება ერთად თამაში მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ევროპის 10 საუკეთესო კლუბს შორისაც ასეა. ეს გვახარებს“, – თქვა ამაყად ალ-ხელაიფიმ. შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. ესპანელი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გუნდს 25 შეხვედრაში...
ძმა
ფრანგი ფორვარდის კილიან მბაპეს ძმა ეთანი პსჟ-სთან პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხიავს. 16 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან ახალგაზრდული ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. ეთან მბაპეს დებიუტი პსჟ-ის ძირითად გუნდში ლიგა 1-ის მე-17 ტურის მატჩში მეცთან (3:1) შედგა, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართა. ის მოედანზე შეხვედრის 92-ე წუთზე შევიდა. პსჟ ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. გუნდმა 17...
მბაპეს ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი
ესპანელმა ჟურნალისტმა, ალბერტ ორტეგამ, პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის წინააღმდეგ გაილაშქრა. „მბაპეს შეეძლო „რეალთან“ იმ დროს მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, როდესაც კლუბმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მის ფერხთით იქნებოდა და ტაშს დაუკრავდა, ბენზემა ხელებგაშლილი მიესალმებოდა, ფლორენტინოც იგივეს გააკეთებდა. მაგრამ მან უბრალოდ დასცინა ყველას. ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი. მბაპეს უარი ვინისიუსს დაეხმარა....
ცვლილებების დროა
პსჟ-ის აქტიური გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობით უკმაყოფილონი არიან. RMC Sport-ის ცნობით, ულტრასები პარიზელთა შტაბ-ბინის წინ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. „ლორიანთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში დამარცხებიდან (1:3) მეორე დღეს, ისინი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ და ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს პროტესტი გამოუცხადეს. დღეს, 3 მაისს, გულშემატკივრები კლუბის შტაბ-ბინასთან აქციას კიდევ ერთხელ გამართავენ. პსჟ-ს ქომაგთა მოძრაობის განცხადებაში წერია: „დადგა ცვლილებების...
არის ახალი კონტრაქტი
პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. კლუბი უკეთეს მომენტს ელოდება, რათა ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადოს. საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში პსჟ ლორიანთან დამარცხდა (1:3). მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს. 28 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
მესი ხელფასის გაზრდას ითხოვს
პსჟ-ის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კლუბს ხელფასების გაზრდა სთხოვა, რადგან ის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ შორს არის. მხარეებმა შარშან მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას, მაგრამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, თავდამსხმელმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა არ არის მზად მისი ანაზღაურების გადახედვისთვის, მაგრამ მაინც სურს, რომ 35 წლის ფეხბურთელი...
მბაპეს რჩევა
პსვ-ის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ჩავი სიმონსმა, რომელიც მანამდე ფრანგულ პსჟ-ში თამაშობდა, პარიზული კლუბის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, ფრანგმა მას ასწავლა, რომ ასაკს ყურადღება არ მიაქციოს, ფეხბურთში მას მნიშვნელობა არ აქვს. „მბაპე? ხშირად ვსაუბრობდით. მეუბნებოდა: ფეხბურთში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუ 21 წლის სჯობს 25 წლისას, უმცროსი ითამაშებს. ამას ვამტკიცებ ყოველთვისო,“ – ამბობს სიმონსი....
მესი – მეორედ თავისუფალი
პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ მესი, სავარაუდოდ, პარიზულ კლუბს დატოვებს. წყაროს ცნობით, პარიზელთა ხელმძღვანელობა არ ჩქარობს არგენტინელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებას. პსჟ-ის პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის სურს კლუბის განვითარების პროექტი შეცვალოს და აქცენტი ახალგაზრდა ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელების შეძენაზე გადაიტანოს. ფრანგული კლუბი აღარ შეეცდება ვარსკვლავური მოთამაშეების შეძენას. მესის მომავალი კი ბარსელონას ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რომელსაც ფეხბურთელის დაბრუნება სურს. არგენტინელს პსჟ-სთან...









