ესპანელმა ჟურნალისტმა, ალბერტ ორტეგამ, პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის წინააღმდეგ გაილაშქრა.
„მბაპეს შეეძლო „რეალთან“ იმ დროს მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, როდესაც კლუბმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მის ფერხთით იქნებოდა და ტაშს დაუკრავდა, ბენზემა ხელებგაშლილი მიესალმებოდა, ფლორენტინოც იგივეს გააკეთებდა. მაგრამ მან უბრალოდ დასცინა ყველას. ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი.
მბაპეს უარი ვინისიუსს დაეხმარა. ახლა კლუბს უკვე ჰყავს სუპერვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა, საგოლე გადაცემის შესრულება, დრიბლინგისა და სისწრაფის დემონსტრირება.“ – წერს სოც.ქსელში ორტეგა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ფრანგი თითქმის გადასული გახლდათ სამეფო კლუბში, თუმცა მოგვიანებით პსჟ-ში დარჩენა არჩია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
