ჭდე: მბაპე

Home მბაპე
ოპერაცია არ გვინდა
ჩანაწერი

ოპერაცია არ გვინდა

მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტამბა გადაწყვიტა, რომ გუნდის ახალწვეულს კილიან მბაპეს ცხვირის ოპერაცია არ სჭირდება. ფორვარდმა ცხვირის ტრავმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის პირველ ტურში ავსტრიის ნაკრებთან მატჩში (1:0) მიიღო. სამშაბათს, 16 ივლისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კილიან მბაპეს, როგორც „რეალის“ ახალი ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. თავდამსხმელი სამეფო კლუბში ცხრა ნომრით ითამაშებს. კილიან მბაპეს წინა კლუბი ფრანგული „პარი...

მბაპეს უქნარას დაარქმევდნენ
ჩანაწერი

მბაპეს უქნარას დაარქმევდნენ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კრის უოდლმა თქვა, რომ ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოება ყოველთვის ეძებს მიზეზებს ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. მისი აზრით, კილიან მბაპეს ახლაც რომ ეთამაშა პრემიერლიგაში, ის კრიტიკის დიდ ულუფას მიიღებდა. „ჩვენ (ინგლისელები) ყოველთვის ვეძებთ ცუდ მხარეებს, ნეგატიურ ასპექტებს მოთამაშეებში. იმის ნაცვლად, რომ შევხედოთ მათ ძლიერ მხარეებს. ვამბობთ: „ის კარგია დრიბლინგში და პასიებში, მაგრამ ეს ყველას აქვს,...

N 9 – მბაპე
ჩანაწერი

N 9 – მბაპე

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ახალ გუნდში სათამაშო ნომერი შეარჩია.  ფეხბურთელი მადრიდში მეცხრე ნომრით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მბაპეს არ მოუთხოვია მომავალი სეზონისთვის მისთვის ათი ნომრის მინიჭება. ის პატივს სცემს ნახევარმცველს და კლუბის ლეგენდას ლუკა მოდრიჩს, რომელმაც კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის გაახანგრძლივა. 2024 წლის 3 ივნისს მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კილიან მბაპეს გადაბირების შესახებ. ფეხბურთელს ახლა უკვე სამეფო...

მბაპეს 100 მილიონი
ჩანაწერი

მბაპეს 100 მილიონი

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა თავდამსხმელ კილიან მბაპეს სეზონში 100 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს, რათა 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც მომავალ ზაფხულს ეწურება. მადრიდის „რეალი“ მზადაა ფრანგს სეზონში 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღნიშნულია, რომ ეს თანხაც კი, რომელიც პსჟ-ის შეთავაზებას ჩამოუვარდება, ორჯერ აღემატება კლუბის სახელფასო სტრუქტურის ზედა ზღვარს. ხაზგასმულია, რომ „სამეფო კლუბს“ არ...

ეს არის ფუფუნება
ჩანაწერი

ეს არის ფუფუნება

პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღიარა, რომ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას ითამაშოს არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გვერდით, რომელიც ახლა ამერიკულ „ინტერ მაიამიშის“ ღირსებას იცავს. „მენატრება მესისთან თამაში. ჩემნაირი თავდამსხმელი, რომელსაც უყვარს სივრცის ათვისება, დარწმუნებულია, რომ ზუსტად მიიღებს ბურთს. ეს არის ფუფუნება, რომელიც მონიჭებაც მხოლოდ მას შეუძლია“, – ამბობს მბაპე. შეგახსენებთ, რომ მესიმ გასულ ზაფხულს...

მბაპეს ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი
ჩანაწერი

მბაპეს ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი

ესპანელმა ჟურნალისტმა, ალბერტ ორტეგამ, პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის წინააღმდეგ გაილაშქრა. „მბაპეს შეეძლო „რეალთან“ იმ დროს მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, როდესაც კლუბმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მის ფერხთით იქნებოდა და ტაშს დაუკრავდა, ბენზემა ხელებგაშლილი მიესალმებოდა, ფლორენტინოც იგივეს გააკეთებდა. მაგრამ მან უბრალოდ დასცინა ყველას. ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი. მბაპეს უარი ვინისიუსს დაეხმარა....

მბაპეს რჩევა
ჩანაწერი

მბაპეს რჩევა

პსვ-ის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ჩავი სიმონსმა, რომელიც მანამდე ფრანგულ პსჟ-ში თამაშობდა, პარიზული კლუბის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, ფრანგმა მას ასწავლა, რომ ასაკს ყურადღება არ მიაქციოს, ფეხბურთში მას მნიშვნელობა არ აქვს. „მბაპე? ხშირად ვსაუბრობდით. მეუბნებოდა: ფეხბურთში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუ 21 წლის სჯობს 25 წლისას, უმცროსი ითამაშებს. ამას ვამტკიცებ ყოველთვისო,“ – ამბობს სიმონსი....

ვარსკვლავების კავშირი პსჟ-ს აზიანებს
ჩანაწერი

ვარსკვლავების კავშირი პსჟ-ს აზიანებს

ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ კილიან მბაპეს, ნეიმარისა და ლიონელ მესის გაერთიანება გუნდს აზიანებს. ფორვარდების ერთობლივი თამაში გუნდში დისბალანსს იწვევს. პსჟ-ს მბაპეს შენარჩუნება სურს, ნეიმარს კი პარიზული სუპერკლუბის დატოვება არ უნდა. ამიტომ მესისთან განშორებას ამ სიტუაციაში ლოგიკურ გამოსავალს უწოდებენ, არგენტინელი საფრანგეთის დედაქალაქში  უკმაყოფილოა. მბაპეს და ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენთან“ გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებთ. მესის ხელშეკრულებას კი...

ბაიერნთან მბაპეს გარეშე
ჩანაწერი

ბაიერნთან მბაპეს გარეშე

14 თბერვალს ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფის მატჩებით განახლდება. „პარი სენ-ჟერენი“ საკუთარ მოადენზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში პარიზელებს კილიან მბაპე ვერ დაეხმარება – პარიზელთა თავდასხმის ლიდერმა საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო. „სამედიცინო გამოკვლვების შემდეგ გაირკვა, რომ კილიან მბაპეს კუნთის ტრავმა აქვს და ამის გამო მას დაახლებით სამი კვირა გაუცდება“, – ინფორმაცია პარიზული...

საუკეთესოებიც არგენტინელებისაა
ჩანაწერი

საუკეთესოებიც არგენტინელებისაა

ყატარში დასრულებული მონდიალის შემდეგ ინდივიდუალური ჯილდოებიც ჩამოარგიგეს. საუკეთესო ფეხბურთელად, ცხადია, ლეო მესი აღიარეს. არგენტინელი ფეხბურთელის  კონკურენტები ფრანგი კილიან მბაპე და ხორვატი ლუკა მოდრიჩი იყვნენ, თუმც… ტურნირის საუკეთესო მეკარედ არგენტინელი ემილიანო მარტინესი დაასახელეს, ვინც ფინალში ჩინებულ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდი იქამდეც რამდენჯერმე გადაარჩინა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მისივე თანამემამულე ენცო ფერნანდესი აღიარეს. ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა,...