„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს, კლუბის დატოვება 2023 წლის ზამთარში ან ზაფხულში სურს. მბაპეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე მუხსენებია და მათაც უარი არ უთქვამთ, ოღონდ ერთი პირობით – 23 წლის შემტევი მადრიდის „რეალში“ არ უნდა გადავიდეს. ყველაზე სავარაუდო გუნდი კი „ლივერპული“ ყოფილა. მბაპე აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა პოლიტიკურ წნეხს დაჰყვა და პარიზში...
ჭდე: მბაპე
ფიცი მწამს…
გასულ ზაფხულს, როცა „რეალში“ თითქმის გადასული კილიან მბაპე ისევ პსჟ-ში დარჩა, მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა: სანამ მე აქ ვარ, მაგ ვიგინდარას ფეხი ჩვენთან არ იქნებაო. ისიც დააყოლა, „რეალთან“ მოლაპარაკებები ავანტიურულად პსჟ-ში ასტრონომიული ხელფასის დასანიშნად გამოიყენაო… მაგრამ… გუშინ, „რეალის“ წევრების ასამბლეადან გამოსულმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ გამორიცხავს მბაპეს ერთხელაც „სამეფო კლუბში“ თამაშს. შემდეგ დააყოლა,...
ანრიმ ჰოლანდს მბაპე ამჯობინა
„არსენალის“, „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ თვისტომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ერლინგ ჰოლნდსა და კილიან მბაპეზე. საინტერესოა, რომ ფრანგმა ნორვეგიელს ფრანგი ამჯობინა. „მბაპეს მომენტების შექმნაც შეუძლია და დასრულებაც. ჰოლანდი მხოლოდ ასრულებს შეტევებს. მბაპეს ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ თამაში შეუძლია, ჰოლანდს მხოლოდ ცენტრში. მბაპე მეტად უნივერსალურია, ამიტომ ამ დუელში უპირატესობას მას მივანიჭებდი“, –...
უეფას საუკეთესოები
სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ეს პრიზი 2011 წლიდან არსებობს. თავიდან ექვს კანდიდატს უეფას ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი არჩევს. შემდეგ სია სამ კანდიდატამდე თხელდება. აქ უკვე საქმეში ერთვებიან მწვრთნელები, რომლებიც ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენციის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თავკაცობდენ. ასევე გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55...
არ მივდივარ !
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. „დღემდე ჩემთვის ტრანსფერის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბში თამაში კიდევ დიდხანს მსურს“, – დასძინა 30 წლის ბრაზილიელმა. საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ღირსეული წინადადების მიღების შემთხვევაში, პსჟ მზადაა ნეიმარს შეელიოს. ასევე,...
დიდი სტვენა და გინება მესისა და ნეიმარს
პსჟ – „ბორდო“. კვირის მატჩში პარიზელთა ფანები მტრულად დახვდნენ თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ბრაზილიელ ნეიმარსა და არგენტინელ ლეო მესის. აი, კილიან მბაპეს კი ეს რისხვა ასცდა – „რეალთან“ კარგი თამაშების გამო… „პარკ დე პრენსზე“ ნეიმარის ბურთის მიღებისთანავე სტვენა იწყებოდა და გინებასაც არ აკლებდენ. გოლი გაიტანა და მაინც… ამ დროისთვის ანგარიში პარიზელებისა გახლდათ. პირველი მბაპემ...
მესი კომფორტია
კილიან მბაპემ ქება და ქება მიუძღვნა ლეო მესის. ეს პსჟ – „სენტ ეტიენის“ მატჩის მერე, რომელიც 3:1 დასრულდა და რომელშიც მბაპემ ორი გოლი გაიტანა. „მესი ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ პსჟ-ში თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება. „ოქროს ბურთის“ 7-გზის მფლობელსაც კი სჭირდება ადაპტაცია და არაა გასაკვირი, რომ ლეოსაც ჰქონდა ეს პერიოდი. … ყოველთვის ვამბობდი, რომ მასთან...
მბაპეს დედა ბინას არჩევს
კილიან მბაპეს პსჟ-დან „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე საუბარი არ წყდება. წავა? დარჩება? დღეს ახალი ამბავი გაირკვა: მბაპეს დედა თურმე მადრიდში ბინას არჩევს და მდიდარ რაიონ ლა-მორალეხაში ორი სახლში შეურჩევია. გუშინ კი ესპანურ და ფრანგულ პრესაში დაიწერა, მბაპეს პსჟ-ში დარჩენით თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არიან დაინეტერესებულებიო. ცნობილია, რომ მაკრონი 23 წლის...
ნეიმარი: იმედია, მბაპეც
ფრანგულ მედიასთან საუბრისას პსჟ-ის ლიდერმა ირიბად მიანიშნა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ არის: „ბოლო პერიოდში კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ სულ მცირე მომავალ სეზონს პსჟ-ში გავატარებ. იმედი მაქვს, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს კილიან მბაპეც. ერთად სერიოზული წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“ შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება....
პარიზელთა არგენტინული ამბავი
მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-ში ორი თანამემამულის – „სიტის“ სერხიო აგუეროს და „ბარსას“ ლეო მესის ხილვა რომ სურს, უვნე ცნობილი ამბავია. თუმც, ეს იმდენად ძვრადღირებული ოცნებაა, პსჟ-ის ბოსების ჯიბე რომც გაწვდეს, ფეარ-ფლეის პრინციპები დაირღვევა. შესაბამისად, პოჩეტინომ რომელიმე სუპერვარსკვლავზე უარი უნდა თქვას. არგენტინელს ნეიმარი უფრო ეძვირფასება და, შეიძლება, კილიან მბაპე დათმოს. არადა, მბაპემ ამ სეზონის 20 შეხვედრაში 14...









