კილიან მბაპემ პსჟ-ის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 2021 წლის ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს. თუ არ დათანხმდებიან, 2022 წლის ზაფხულში კილიანი სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და კლუბი ვერაფერს მიიღებს. პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფორვარდის ფასად 325 მილიონი ევრო დათქვა. 21 წლის მბაპე უდიდესი ნიჭის პატრონი კია, მაგრამ ამხელა თანხა ჯერ არავისში გადაუხდიათ. მბაპეს მსურველთა შორის ფავორიტი მადრიდის „რეალია“,...
ჭდე: მბაპე
პსჟ ბულკამ დააღალატა
საფრანგეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩზე ლანსში პსჟ ნეიმარის, მბაპეს და კიდევ ხუთი სუპერვარსკვლავის გარეშე ჩავიდა. მიზეზი, მოგეხსენებათ, კორონავირუსია, რომელსაც უმრავლესობა იბიცაზე ნებივრობისას გადაეყარა. ამის მიუხედავად და თუნდაც დარჩენილი რესურსიდან გამომდინარე, პარიზელებს ქულა მაინც უნდა წაეღოთ. „ლანსის“ დამრიგებელ ფრანკ ესს ველოსიპედი ხელახლა არ გამოუგონია – მკაცრი თამაში დაცვაში და კლასიკური ფლანგური ჩაწოდებები თავდასხმაში. ერთ-ერთი ასეთი ჩაწოდებისას პსჟ-ის...
გუნდი-გოლი
ბერგამოს „ატალანტამ” ტურინის „იუვენტუსთან“ 2:2 ითამაშა და იტალიის ჩემპიონატების ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაც გაიმეორა. შეხვედრაში ანგარიში დუვან საპატამ გახსნა. ეს მისი მე-15 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ამდენივე აქვს გატანილი იოსიპ ილიჩიჩს, ლუის მურიელის ანგარიშზე კი სულაც 17 გოლია. ამრიგად, „ატალანტა“ პირველი გუნდია 1952 წლის შემდეგ, ვისაც შემადგენლობაში 15 და მეტი გოლის გამტანი ერთბაშად სამი ფეხბურთელი ჰყავს....
მბაპეს არანორმალური ფასი
„ლივერპული“ არანორმალურ შეთავაზებას გაუკეთებს „პარი სენ-ჟერმენს“ – სადიო მანე და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი კილიამ მბაპეს სანაცვლოდ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. რა არის არანორმალური? ის, რომ თავად მანე 150 მილიონი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ამ თანხის გადასახდელად მზად მადრიდის „რეალი“ და ზემოთ ნახსენები პსჟ არიან. ამ გაცვლას საფუძვლად ისიც უდევს, რომ მანე „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას...
ვარსკვლავები 70-იანებში გადაისროლეს
ფიფა 1970 წელს მექსიკაში გამართული მონდიალის 50-წლისთავს აღნიშნავს. ფიფამ იხუმრა და twitter-ის გვერდზე თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავების რეტროფოტოები დადო. ორგანიზაციამ გვიჩვენა, თუ როგორები იქნებოდნენ არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი, ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი და მისივე თანაგუნდელი, ფრანგი შემტევი კილიან მბაპე 70-იან წლებში. შეგახსენებთ, რომ მექსიკაში გამართული 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის...
ეს ბიჭი მბაპეზე მაგარიაო
შეუძლებელი იყო, მადრიდის „რეალის“ ბოსებს 19 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდი სამიზნედ არ აერჩიათ. უფრო მეტიც: მისი ტრანსფერი ახლა სამეფო კლუბის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ფლორენტინო პერესი მზადაა, უარი თქვას პსჟ-დან კილიენ მბაპეს წაყვანაზე, ოღონდაც „დორტმუნდის“ ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ჩაიგდოს ხელში. შეგახსენებთ, რომ ჰოლანი ამ ზამთარს „დორტმუნდში“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დებიუტანტმა...
უფეხბურთოდ მოწყენილი ევროპა
როგორც ცნობილ ქართულ სიმღერაშია, ადამიანებს უმეტესად ზამთარი აშინებთ, საყვარელი ადამიანის შორს ყოფნა. ფეხბურთის გულშემატკივრები კი განსხვავებული ხალხი ვართ, უფეხბურთოდ ზაფხულის ცხელი დღეების გადაგორება გვიჭირს. ზამთრის სუსხი საყვარელ სპორტთან განშორებასთან რა მოსატანია… თითქოს ეს ნოსტალგია კოპა ამერიკას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ სანახაობაც მოსაწყენი გამოდგა და, ზოგადად, სანაკრებო ტურნირებს, თითქმის ყოველ წელს ჩატარება არც უხდება. წინა კვირას საფრანგეთმა...






