„მანჩესტერ სიტის“ პატრონმა ხალდუნ ალ-მუბარაქმა განაცხადა, რომ კლუბში გატარებული 10 წლის განმავლობაში მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, როდესაც რამით უკმაყოფილო იყო, რეგულარულად იმუქრებოდა გუნდიდან წასვლით.
„არ ვიცი, აღიარებს თუ არა ამას პეპი, მაგრამ ზოგჯერ მისთვის ფსიქიატრის როლს ვასრულებდი. ამის გაკეთება მარტივია კარგი პერიოდის დროს, თუმცა მძიმე მომენტებიც გვქონია. და იმ მომენტებში, როდესაც გვარდიოლას რაღაც არ გამოსდიოდა, ამ 10 წლის განმავლობაში, ალბათ, 100-ჯერ მაინც დამემუქრა წასვლით. მაგრამ როდესაც ის ამბობდა, რომ მიდის, არ ვუჯერებდი. და აი, მხოლოდ ახლა მივხვდით ორივე, რომ დაშორების დრო დადგა“, – აღნიშნა ალ-მუბარაქმა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
