„როლან გაროსის“ კაცთა ფინალი ხანგრძლივი და ხუთსეტიანი გამოდგა.
გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა იტალიელი ფლავიო კობოლი 6:1; 4:6; 6:4; 6:7; 6:1 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირი პირველად მოიგო.
მატჩი 4 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. ზვერევი სეტებში მუდმივად წინ იყო. იტალიელმა ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ისევ ზვერევმა აიღო.
გერმანელი აქამდე ორ ფინალში იყო – 2020 წელს ამერიკაში და 2025 წელს ავსტრალიაში. სხვა შემთხვევებში მეოთხე რაუნდს არ გაცილებია და… თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ ზვერევს გაუმართლა. ჯერ იყო ტურნირს კარლოს ალკარასი ჩაეხსნა, შემდეგ ბულონის ტყე მიყოლებით დატოვეს დანილ მედვედევმა, იანიკ სინერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ძირითადი კონკურენტების გარეშე კი, ზვერევი ფინალში მშვიდად გავიდა. მართალია, გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა მოუწია, მაგრამ დიდი ოფლის ღვრა არ დასჭირვებია…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
