კრისტიან ერიქსენი ისევ გადარჩა…
დანიისა და უკრაინის ამხანაგური მატჩისას ის ცუდად გახდა და მოედანზე უგონოდ დავარდა. საზარელი ინციდენტი იყო. ერიქსენს პირველადი სამედიცინო დახმარება იქვე აღმოუჩინეს და ითქვა, რომ ის გონზე მოვიდა. ცხადია, დანიელი ფეხბურთელი მაშინვე ქალაქ ოდენსეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მატჩის ორგანიზატორებმა, ორივე ნაკრების წარმომადგენლებმა და მსაჯთა ბრიგადის გადაწყვეტილებით მატცი ჩაიშალა.
ჯერჯერობით სულ ესაა, ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმედია კარგ ამბეს გავიგებთ…
ალბათ, გახსოვთ, რომ ერიქსენი ევროპის ჩემპიონატის დანია-ფინეთის დროსაც გაითიშა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მას შემდეგ კარიერა განაახლა და ხუთი წელიწადია თამაშობს
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:07გია
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
