რეალის ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების 26-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა, მაგრამ ფეხბურთელს დრო უქმად არ დაუკარგავს ― აშშ-ში გაემგზავრა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში კურსი გაიარა.
კამავინგამ თავის ინსტაგრამზე დაწერა: „სწავლის, მოსმენისა და ზრდის რამდენიმე დღე. ბედნიერი ვარ ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ეს გამოცდილება რომ შევიძინე“.
ჰარვარდის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია. ის ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს. ისე დაემთხვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ბანაკი იქვე ორ ნაბიჯშია.
23 წლის კამავინგას „ლურჯების“ მაისურით 22 თამაში აქვს ჩატარებული. ის 2022 წლის მუნდიალის მეორე ადგილოსანია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რენელი მოთამაშე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა, რაც მისი კლუბის „რეალისა“ და პირადად მისი არც მთლად წარმატებული სეზონით არის განპირობებული. „პარიზიენი“ წერს, რომ ადგილი, რომელიც კამავინგას ნაკრებში უნდა დაეკავებინა მწვრთნელმა „კრისტალ პალასის“ 25 წლის, 190 სანტიმეტრიან მცველს მაქსენ ლაკრუას მისცა.
„კამავინგა მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ცუდი სეზონის გამო არ მიმყავს. გარდა ამისა ის ერთი-ორჯერ დაშავდა კიდეც. თან საფრანგეთის ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა. ამით მის პოტენციალს სულაც არ ვაყენებ ეჭვქვეშ, ვიცი რაც შეუძლია. მას სრული უფლება აქვს ჩემზე გაბრაზებული იყოს“, – თქვა პრეს-კონფერენციაზე დეშამმა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/06/2026 | 07:36კამავინგა ნაკრებში არ წაიყვანეს? ჰარვარდში წავიდა
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
