იან დიომანდეზე ტაციაობაა. კოტ დ’ივუარელი გარემარბის „ლაიფციგიდან“ გადაბირება „ლივერპულს“ და „პარი სენ ჟერმენს“ სურთ. 19 წლის ვარსკვლავმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ეკვადორის 1:0 დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დამთავრების შემდეგ მას beIN Sports-მა პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივაზე ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა:
„მართალია „ლაიფციგის“ მოთამაშე ვარ, მაგრამ რატომაც არა. ამ საკითხებს ჩემი აგენტი მოაგვარებს. პირადად მე დღესდღეობით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. მსოფლიოს ჩემპიონატი სულ ხომ არ ტარდება, ის ოთხ წელიწადში ერთხელაა, ამიტომ ახლა მარტო მასზე ვფიქრობ, დანარჩენს კი მერე მივხედავთ“.
Empire of the kop წერს, რომ უნივერსალური თავდამსხმელი მომავალთან დაკავშირებით მაინც ცოტა დაბნეული ჩანს. წლის დასაწყისში მან TikTok-ზე თქვა: მე „ლივერპულში“ თამაში მინდა, სიამოვნებით გამოვიდოდი „ენფილდზე“. „წითლების“ დიდი გულშემატკივარი ვარ. მამაჩემის ოცნებაც ეს არის – მნახოს ლივერპულის ფორმაში“.

ივნისის დასაწყისში კი უცებ გაირკვა, რომ დიომანდეს საყვარელი კლუბი „პარი სენ ჟერმენი ყოფილა“.
„პსჟ ჩემი ბავშვობის საყვარელი კლუბია. მამაჩემი მისი გულშემატკივარია. ეს ის გუნდია, რომლითაც მე როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი აღფრთოვანებული ვარ“, – თქვა მან.
ინგლისური საიტი წერს, რომ გუნებ-განწყობის ასეთი ცვლა სავარაუდოდ „ლივერპულის“ ვარდნითა და ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს ზედიზედ მეორედ გამარჯვებით არის განპირობებული. პორტალის აზრით მთავარი ის კი არ არის, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობდა ბავშვობაში დიომანდე, არამედ ის, თუ სად უკეთ განვითარდება ის, როგორც ფეხბურთელი. საფრანგეთის დედაქალაქში ხვიჩა კვარაცხელიასთან, ბრედლი ბარკოლასთან, დეზირე დუესთან და ოსმან დემბელესთან კონკურენციაში თუ „ენფილდზე“, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი მეტ-ნაკლებად გარანტირებული ექნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ