საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
პირველი შეკრება თბილისში 16-20 ივნისს გაიმართება, 21 ივნისიდან კი გუნდი ლატვიაში გაემგზავრება და იქ განაგრძობს მზადებას უკრაინასთან მატჩისთვის, რომელიც რიგაში 2 ივლისსაა დაგეგმილი.
მზადების ფარგლებში „ჯვაროსნები“ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატერბენ – 24 ივნისს დახურული მატჩი გაიმართება ანგოლის ნაკრებთან, ხოლო 28 ივნისს ქართველი კალათბურთელები მასპინძელ ლატვიასთან მოსინჯავენ ძალებს.
ამის შემდეგ მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაგრძელდება და 5 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ესპანეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს.
მომავალი შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
მარკის რიდი (ტრაბზონსფორი, თურქეთი)
რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია)
გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი)
ლუკა ალავიძე (ქუთაისი)
დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი)
სანდრო სანაძე (მარგვეთი)
გიორგი კობახიძე (მარგვეთი)
კახაბერ ჯინჭარაძე (ქუთაისი)
ალექსანდრე ფევაძე (თსუ)
ალექსანდრე მამუკელაშვილი (ტორონტო, NBA)
თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი)
ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი)
გიორგი კორსანტია (გიპუსკოა, ესპანეთი)
ალექსანდრე მერკვილაძე (ოოსტენდე, ბელგია)
ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია)
გიორგი ტურნილაძე (თსუ)
რომან ჭინჭარაული (მარგვეთი)
ვილი ისიანი (რუსთავი)
გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი, NBA)
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
