„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განმარტა, თუ რატომ შეცვალა ერლინგ ჰოლანდი „ლაიფციგთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მეორე ტაიმში.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პენტა-თრიკი შეასრულა, რის შემდეგაც შეცვალეს. ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესის და ლუის ადრიანოს შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. მოედანზე რომ დარჩენილიყო, ერლინგს ამ რეკორდის მოხსნის კარგი შანსი ექნებოდა.
„ამ ნიშნულისთვის 22 წლის ასაკში რომ მიეღწია, მთელი ცხოვრება მოწყენილი იქნებოდა. ახლა სამომავლო მიზანი აქვს. ამიტომაც შევცვალე. მაგრამ, არ ვიცოდი, რეკორდი მესის თუ ეკუთვნოდა – მატჩის შემდეგ მითხრეს,” – ციტირებს ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს BT Sport.
„მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიფციგი“ ორი მატჩის ჯამში 8:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
