2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ (3:0) დუბლი გააკეთა.
იმ დროისათვის ის 22 წლის და 316 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პელეს შემდეგ (17 წლის 249 დღის), „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი მონდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში დუბლი შეუსრულებია.
ალვარესს „ალბისელესტეს“ რიგებში დებიუტი 2021 წლის ივნისში ჰქონდა. ჯამში თეთრ-ცისფერი მაისურით 18 მატჩში 7 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. შარშან ამრიკის თასი მოიგო.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
