ტიტეს წასვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტურია.მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას გვარებმა კი გაიჟღერა, მაგრამ გადაჭრით არაფერი თქმულა.
ამასთან, ბრაზილიის ნაკრებში უცხო ტომელის ხილვა არც თავად ბრაზილელებს სურთ. პირველი ამის წინააღმდეგ რივალდო წავიდა.
„სხვა ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგი ვარ. ეს ბრაზილიელელი მწვრთნელების უპატივცემულობაა. გვყავს ჩვენ ისეთი სპეციალისტები, ვისაც შეუძლიათ ახლავე ჩაუდგნენ სათავეში ბრაზილიის ნაკრებს და კარგად იმუშაონ. ამასთან, უცხოელი სპეციალისტის მოწვევა არ არის მსოფლიოს ჩემპიონობის გარანტი. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ არიან კარგი სპეციალისტები, მაგრამ ეს ჩვენი ეროვნული გუნდია. თუ უცხოელს ამდენი შეუძლია, საკუთარი ქვეყნის ნაკრები აჩემპიონოს. ჩვენ ჩვენი სისხლი გვინდა, ბრაზილიური სისხლი“, – ამბობს რივალდო.
ამასობაში კი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გამოაცხადა, რომ ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა 2023 წლის იანვარში გამოაცხადებს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
