ტიტეს წასვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტურია. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას გვარებმა კი გაიჟღერა, მაგრამ გადაჭრით არაფერი თქმულა. ამასთან, ბრაზილიის ნაკრებში უცხო ტომელის ხილვა არც თავად ბრაზილელებს სურთ. პირველი ამის წინააღმდეგ რივალდო წავიდა. „სხვა ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგი ვარ. ეს ბრაზილიელელი მწვრთნელების უპატივცემულობაა. გვყავს ჩვენ ისეთი სპეციალისტები, ვისაც შეუძლიათ...
ჭდე: რივალდო
კავაზაშვილი: დაცინვაა იტალიელების მხრიდან
„ოქროს ურნა“ – იტალიაში ეს პრიზი 2003 წლიდან დაწესდა და გადაეცემა სერია A-ში მოთამაშე ყველაზე ცუდ ფეხბურთელს. 2021 წელს ეს „საპატიო“ ტიტული „ფიორენტინას“ რუს ფორვარდ ალექსანდრ კოკორინს ერგო… კოკორინი, ფაქტობრივად, ტყუილადაა ფლორენციულ კლუბში. ამაზე წარსულში ცნობილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა გააკეთა კომენტარი. კავაზაშვილმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, თქვა, იტალიელები დაგვცინიანო… „რაც ახლა კოკორინის გარშემო ხდება,...
რატომ უკან ?
ფეხბურთის თამაშის არსი, მთავარი მიზანი, გოლის გატანაა! გოლი თუ არ გაიტანე, ვერ გაიმარჯვებ! შესაბამისად, ფეხბურთის იდეა შეტევაა! თამაშის დაწყების, ბურთის თამაშში შეყვანის წესიც ამ იდეის შესაბამისი იყო: მინდვრის ცენტრში, მოწინააღმდეგის კარისკენ სახით მდგომ ფეხბურთელს წინ უნდა გაეგორებინა ბურთი თანაგუნდელისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა თამაში დაწყებულად. ამიტომ იყო რომ მინდვრის ცენტრში ორი ან, ზოგ შემთხვევაში,...
რივალდომ მესის ბედნიერება შეატყო
„ბარსელონასა” და ბრაზილური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ამიერიდან ლეო მესი უმალ დარჩება „კამპ ნოუზე”, ვიდრე წავა. გასულ ზაფხულს, მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე კატალონიური კლუბის მაშინდელ ხელმძღვანელებთან ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა და „ბლაუგრანადან” წასვლას აპირებდა. არგენტინელისა და „ბარსელონას” დავის შესახებ იმდენი დაიწერა, რომ ახლა ყველაფრის გამეორება შორს წაგვიყვანდა, მაგრამ ფაქტია, რომ საკითხი ჯერ კიდევ...
მესის ბოლო მეტოქე
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ პსჟ-თან 1:4-ს შემდეგ მესის პერსპექტივები საკმაოდ მუქ ფერებში შეაფასა. „გუნდში აღარ დარჩნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ამ მარცხის შემოტრიალებისა სჯერათ. ძალთა თანაფარდობას ვეღარაფერი შეცვლის. ჩემი აზრით, ეს მესის ბოლო საშინაო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაში „ბარსას“ მაისურით. კლუბი ვეღარ მისცემს ლეოს სერიოზული ტიტულების მოგების იმედს. მისი მომავალი „პარი სენ ჟერმენია“. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც...
პელე და დიდები ერთ წიგნში
წიგნი ბრაზილიური ფეხბურთის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზეა! თქვენ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ – „სანტოსის“, „ფლამენგოს“, „სან პაულუს“ და სხვა ბრაზილიურ კლუბთა შესახებ… წიგნში ვრცელი მასალებია პელესა და მისი ეპოქის მოთამაშეებზე. ზიკო, ფალკაო, კარეკა, რომარიო, ბებეტო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი როლის შემსრულებელნი არიან. თუმცა წიგნში ყველა და ყველაფერი პელესა და ბრაზილიის...
რივალდომ ფრანს ფუტბოლი გაამართლა
1956 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი შემტევი რივალდო, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ გადაწყვეტილებას მართებული უწოდა. „ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ევროპაში ძალიან უცნაური სეზონი გამოვიდა. ბევრი მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, საფრანგეთში კი, სეზონი საერთოდ არ დასრულდა. ცხადია, ამ გადაწყვეტილებით ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩებოდა. მაგალითად,...
რივალდომ ბეილი ჯორდებთან გაუშვა
ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი რივალდო, უელსელი გარეთ ბეილის მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო წასვლას გამოეხმაურა. „გავრცელდა ხმები, რომ ბეილით MLS-ის კლუბები არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, უელსელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს იმის პოტენციალი, რომ საკუთარი თავი ევროპაში წარმოაჩინოს. 30 წლის არის, ამერიკაში წასვლა არ უნდა იჩქაროს. ასევე ვფიქრობ, რომ მისი კარიერა „რეალში“ თითქმის დასრულებულია და სათამაშო წუთები...
ქალო გნახე ტელეფონით…
ბრაზილიისა და ისრაელის ვეტერანთა ნაკრებებმა ჰაიფაში საქველმოქმედო მატჩი გამართეს, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 4:2 მოიგეს. ბრაზილიელთა რიგებში რონალდინიომ, რივალდომ, რობერტო კარლოსმა და კაფუმ ითამაშეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, უჩვეულო ეპიზოდის გამო, კაკა მოექცა. საქმე ისაა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში როცა ბრაზილიელები 3:2 იგებდნენ, ქალმა არბიტრმა ლილა ასულინმა, თამაში გააჩერა და ყოველგვარი მიზეზის გამო კაკას ყვითელი ბარათი უჩვენა....
რივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა რივალდომ, რომელიც 1997-2002 წლებში „ბარსელონაში” თამაშობდა, თანამემამულე ნეიმარზე ლაპარაკის დროს თქვა: „ამ ეტაპზე ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში” დარჩება, მაგრამ თავს თუ მოვუყრი ყველაფერს, რაც მის შესახებ მსმენია, შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავა „რეალში”. ვიმეორებ, ნეი რომ კიდევ ერთი სეზონით საფრანგეთში დარჩება, ამას წყალი არ გაუვა, თუმცა…...








