1956 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი შემტევი რივალდო, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ გადაწყვეტილებას მართებული უწოდა.
„ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ევროპაში ძალიან უცნაური სეზონი გამოვიდა. ბევრი მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, საფრანგეთში კი, სეზონი საერთოდ არ დასრულდა. ცხადია, ამ გადაწყვეტილებით ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩებოდა. მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნის“რობერტ ლევანდოვსკი. პოლონელი თავდამსხმელი ამ სეზონში დიდებული იყო. ამასთან, ლევანდოვსკი ლეო მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ტროფეისთვის ბრძოლაში წამგებიან სიტუაციაში არ იყო. თავის მხრივ, მესი-რონალდუსთვისაც ეს წელი გაშვებული შანსია კიდევ ერთი „ოქროს ბურთი“ მოეგოთ. მით უფრო, კარიერის დასასრულს, „ფრანს ფუტბოლის“ გადაწყვეტილება სწორი იყო“, – განაცხადა ბრაზილიელმა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
