„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, პრიმერაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის შეჯიბრების გამართვის კომიტეტმა, პოლონელის მიერ მსაჯისათვის ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო. საქმე ის არის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ (2:1), 38-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლისას მსაჯს უხამსი ჟესტი უჩვენა. პოლონელი თავის გუნდს ვერ...
ჭდე: რობერტ ლევანდოვკი
ბარსელონას ფოკუსები
„ბაიერნის” მწვრთნელი იულიან ნაიგელსმანი მსუბუქად რომ ვთქვათ გაოცებულია. მას ვერ გაუგია, როგორ მოახერხა „ბარსელონამ” ანუ კლუბმა რომელსაც 1 მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება. „ეს არის ერთადერთი კლუბი დედამიწაზე, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ყიდულობს ყველა ფეხბურთელს, რომლის ყიდვაც მოესურვება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ აკეთებენ ისინი ამას. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია. რაღაც...
ლევანდოვსკის პირველი მსხვერპლი
„მუნდო დეპორტივოს” ცნობით 33 წლის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერმა „ბარსელონაში” ერთ ფეხბურთელს უკვე აურია დალაგებული ცხოვრება — კატალონიურ კლუბთან დაახლოებული გაზეთი წერს, რომ 28 წლის ჰოლანდიელ მემფის დეპაის ახალი ნავსაყუდელის ძიება მოუწევს. ესპანეთში ამბობენ, რომ დეპაი მიხვდა რაც ელის — ამიერიდან მოედანზე გაცილებით იშვიათად შეუშვებენ. ამას დაამატეთ „ლიდს იუნაიტედიდან” „ბარსაში” რაფინიას გადასვლის ამბავიც. ლა ლიგას კი...
დუბაიში ჯილდოები ჩამოარიგეს
დუბაიში გამართულ „გლობ სოკერ ევარდსის“ დაჯილდოებაზე პოლონეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი ჯილდო მიიღო — ის 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ბურჯ ხალიფაში მდებარე „არმანი ოტელში“ გამართულ ცერემონიალზე საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელს კილიან მბაპეს გადასცეს. ლევანდოვსკიმ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კიდევ ერთი პრიზი...
რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს
ნოემბრის ბოლოს „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ტრადიციული დაჯილდოება მოაწყო. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოკითხულთა ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეშვიდედ გახდა არგენტინელი ლეო მესი, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მსოფლიოში ცნობილმა საფეხბურთო საქმოსანმა მინო რაიოლამ თქვა, რომ ამ გამოკითხვას პატივს არ სცემს. იბრაჰიმოვიჩს კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზნად „ოქროს ბურთის“ მოპოვება ჰქონდა დასახული. ფრანგული ჟურნალის ჯილდო მსოფლიო ფეხბურთში...
ლევანდოვსკიმ ბაიერნში შეწყვიტა
მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ფიურტს“ სტუმრად 3:1 მოუგო. გუნდის უმთავრესმა მეგოლე რობერტ ლევანდოვსკიმ მოედანზე 90 წუთი კი გაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. აქამდე პოლონელ ფორვარდს ზედიზედ 19 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი, საიდანაც 15 ბუნდესლიგისა იყო. ბოლოს ლევანდოვსკიმ მოედანი უგოლოდ ამა წლის 11 თებერვალს დატოვა. ისე, ეს „ბაიერნის“ ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო და ამ მატჩებში...
ლევანდოვსკიმ ვერ უშველა
უკვე 20 მატჩი იყო, ჯამურად ყველა ტურნირში მიუნხენის „ბაიერნს“ ერთხელაც არ წაეგო – 16 მოგება და 4 ფრე. „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიონჰენგლადბახში „ბორუსიას“ 2:3 შემოემარცხა (ბოლოს მიუნხენელებმა 27 სექტემბერს „ჰოფენჰაიმთან“ 1:4 წააგეს). მცირედი ნუგეში ისღაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ამჯერადაც გაიტანა და პირველი ფეხბურთელი შეიქნა ტოპ-5 ჩემპიონატებში, ვინაც 20-გოლიან ზღვარს უწია. საამისოდ მას 14 მატჩი...
მიულერამდე შორია
ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ შინ „აინტრახტს“ დაუხვდა და 5:0 გაანადგურა. ამაში გასაკვირი არაფერია – ბავარიული გუნდისთვის მსგავსი ანგარიში უცხო არ არის. არც ის არის გასაკვირი, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი გააკეთა. ბუნდესლიგის ეგიდით მატჩში სამი გოლი პოლონელმა ფორვარდმა მეთერთმეტედ გაახერხა და ახლა, მასზე მეტი გატანილი ჰეთ თრიქი სულ სამი ფეხბურთელს დარჩა – მარიო გომესს,...
ოქროს ბუცი ბითურობაა?
არ აღმოჩნდა საკმარისი „ოქროს ბურთის“ გაუქმება. მეორე პრესტიჟული პერსონალური ჯილდოს – ევროპის „ოქროს ბუცის“ მოსაპოვებლად მიმდინარე მარათონს სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ წუთისთვის პრეტენდენტი სულ სამია: რობერტ ლევანდოვსკი, ჩირო იმობილე და კრიშტიანუ რონალდუ. პირველ ორს 34-34 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ლევანდოვსკისთვის სეზონი დასრულდა, იმობილეს კი თადარიგში ორი მატჩი აქვს. ორი მატჩი დარჩა რონალდუსაც, რომელიც კონკურენტებს სამი...
რივალდომ ფრანს ფუტბოლი გაამართლა
1956 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი შემტევი რივალდო, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ გადაწყვეტილებას მართებული უწოდა. „ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ევროპაში ძალიან უცნაური სეზონი გამოვიდა. ბევრი მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, საფრანგეთში კი, სეზონი საერთოდ არ დასრულდა. ცხადია, ამ გადაწყვეტილებით ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩებოდა. მაგალითად,...









